მაგნიტური ჰალსტუხი, რომელიც ყოველთვის ფორმაშია

მაგნიტური ჰალსტუხი, რომელიც ყოველთვის ფორმაშია

ჰალსტუხი საქმიანი მამაკაცების განუყრელი აქსესუარია, თუმცა, სამწუხაროდ, არც მთლად კომფორტული. ის ხშირად ”ფრიალებს” და მისი გასწორება ყოველ წამსაა საჭირო. ამ პრობლემის გადაწყვეტას Magnetie-ის (მაგნიტური ჰალსტუხის) შემქმნელებმა მიაგნეს.

მაგნიტური ჰალსტუხი აბრეშუმისგანაა დამზადებული და მას მაგნიტები აქვს დამონტაჟებული. მათი დახმარებით ჰალსტუხი აღარ მოძრაობს. როგორც კლიენტი მოირგებს, ჰალსტუჰი მთელი დღის განმავლობაში ისე დარჩება.

გარდა ამისა, ჰალსტუხს კომპაქტიური მეტალის დისკიც აქვს, რომელიც კისერზე ქსოვილის დაჭიმვას არეგულირებს.

Magnetie-ი უკვე იყიდება და მისი ფასი 50 აშშ დოლარია.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს