ჩიორა თაქთაქიშვილი მარიამ საჯაიას პოლიტიკაში ყოფნას "ვარდების რევოლუციის" მონაპოვრად მიიჩნევს

ჩიორა თაქთაქიშვილი მარიამ საჯაიას პოლიტიკაში ყოფნას "ვარდების რევოლუციის" მონაპოვრად მიიჩნევს

უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მისი კოლეგა მარიამ საჯაია პარლამენტში ოპოზიციასთან შეხვედრაზე შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვას უსვამს. თაქთაქიშვილი ვიდეოს კომენტარს უკეთებს და აცხადებს, რომ პოლიტიკაში მარიამ საჯაიას მსგავსი ახალგაზრდების ყოფნა "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი მონაპოვარია.

"ძალიან მიხარია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", აქვს უნარი საქმიანობის 9 წლის შემდეგაც ასეთ ჭკვიან, განათლებულ და თავდადებულ ახალგაზრდებს მისცეს პოლიტიკური საქმიანობით დაინტერესების სურვილი და ამ საქმეში ჩართვის შესაძლებლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ "ვარდების რევოლუცია" დღესაც იმკის თავის შედეგებს", - წერს თაქთაქიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს