სტავროპოლში საქართველოს მოქალაქემ სამ ადამიანს სცემა

სტავროპოლში საქართველოს მოქალაქემ სამ ადამიანს სცემა

სტავროპოლის მხარეში საქართველოს მოქალაქემ ფედერალური მიგრაციული სამსახურის თანამშრომლებს სცემა. შემთხვევა მიგრაციული სამსახურის ოფისში მოხდა. სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებისას სტავროპოლის მხარეში ფედერალურმა მიგრაციულმა სამსახურმა საქართველოს მოქალაქე ქალბატონი და მისი ქალიშვილი გამოავლინა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრობენ.

რუსული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს ჯარიმა და დეპორტაცია ემუქრებოდათ. ამ საკითხების გარკვევისას მიგრაციული სამსახურის ოფისში საქართველოს მოქალაქე მამაკაცი შეიჭრა.

"ის უცენზურო სიტყვებს ამბობდა და გარშემომყოფთ შეურაცხყოფას აყენებდა. მამაკაცი ითხოვდა, რომ მის ნათესავებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდათ. სამსახურის თანამშრომლებმა მისი დამშვიდება სცადეს, თუმცა იგი ინსპექტორს, სტაჟიორსა და ერთ რიგით მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა", - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ