გაბრიელ გარსია მარკესის 10 წესი მოგზაურთათვის

გაბრიელ გარსია მარკესის 10 წესი მოგზაურთათვის

კოლუმბიელმა მწერალმა, გაბრიელ გარსია მარკესმა მთელი მსოფლიო მოიარა. მან იმოგზაურა იტალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, ვენესუელაში, აშშ-ში, თუმცა საცხოვრებლად ყველაზე მაგიური ქვეყანა მექსიკა აირჩია, რომელიც მისივე თქმით, ერთი ნახვით შეუყვარდა.

მწერალი ყოველთვის გაურბოდა თვითმფრინავებს და თვლის, რომ საუკეთესო მოგზაურობა სახმელეთოა. გარდა ამისა, მარკესი ყოველთვის იცავდა 10 ოქროს წესს, რომელიც ყველაზე უხალისო მოგზაურობასაც კი გაამრავალფეროვნებს:

1. დატოვეთ ადგილი სპონტანურობისთვის: "არ არის საჭირო ამდენი ძალისხმევა, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება"

2. თუ არჩევანი უნდა გააკეთო თანამგზავრ მამაკაცს და თანამგზავრ ქალს შორის - აირჩიე მეორე.

3. არ გადადო ხვალისთვის და არ დაელოდო განსაკუთრებულ შემთხვევას: "ცოდნა და სიბრძნე მაშინ მოდის ჩვენთან, როდესაც აღარ გვჭირდება"

4. აირჩიე ჩუმი ადგილები, რადგან იქ ფერადი სიზმრები დაგესიზმრება.

5. არ არის მნიშვნელოვანი, რომ ბილეთი გაქვს - მნიშვნელოვანია ის, რაც გულში გაქვს: "განა რაიმე მნიშვნელობა აქვს დედამიწის რომელ კუთხეში იქნები ახლის აღმომჩენი - აფრიკაში თუ კარიბის ზღვაში?"

6. გამგზავრება შენს თავზე ახლის გაგების სწორი ხერხია.

7. თუ არ გყავს შესაბამისი კამპანია, ესე იგი ასე იყო საჭირო: "მარტო დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარება"

8. მიიღე გადაწყვეტილებები სწრაფად: "ქათმები ფუჭდებიან თუ დიდხანს მოუნდი თვალიერებას"

9. გაიხსენე, რომ მოგზაურობა ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ფულის ხარჯვით მდიდრდები: "ცხოვრება გარდასული დღეები კი არ არის, არამედ ის დღეებია, რომლებიც დაგამახსოვრდა"

10. როდესაც მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება: "არ იტირო იმიტომ, რომ ეს დამთავრდა. გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო."

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს