45 ხერხი შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად

45 ხერხი შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად

1. გამოთვალეთ თქვენი ანგარიშები გამომთვლელი მანქანის გარეშე

2. მიეჩვიეთ ორივე ხელით ერთნაირად მუშაობას. გააკეთეთ ჩანიშვნები, აკრიფეთ ტელეფონის ნომერი და დაჭერით ხორცი არადომინანტი ხელით.

3. წაიკითხეთ ბულვარული რომანის პირველი 10 გვერდი და შემდეგ თავად დაასრულეთ ისტორია.

4. მაგიდის გაწყობის დროს ხელსაწმენდებს უცნაური ფორმები მიანიჭეთ.

5. ტრანსპორტში ჯდომისას დააკვირდით სხვა ავტომობილების ნომრებს. ფურცლის და კალამის გარეშე მიუმატეთ ციფრები ერთმანეთს. მიღებული შედეგი აიყვანეთ კვადრატში და შემდეგ გაყავით შვიდზე.

6. უყურეთ ტელევიზორს გამორთული ხმით და ეცადეთ გაიგოთ რა ხდება ეკრანზე. თავად შექმენით ისტორია.

7. მაღაზიაში გასვლის დროს არ შეადგინოთ საჭირო პროდუქტების სია.

8. როდესაც თამაშობთ პოკერს, დააკვირდით მოცემულ კარტებს. არ გადაადგილოთ თქვენი კარტი.

9. ამოჭერით ჟურნალებიდან რამდენიმე ფოტო: ნახატი ცალკე, მინაწერები ცალკე. აურიეთ ერთმანეთში და სხვადასხვა ფოტოებს სხვადასხვა მინაწერი მიანიჭეთ. ამ თამაშის დროს ბევრი საინტერესო აზრი გაგიჩნდებათ.

10. დაყავით დიდი პრობლემა პატარა ნაწილებად და გააკეთეთ მათი სია.

11. ყოველდღე გადაშალეთ ლექსიკონი შემთხვევით გვერდზე და წაიკითხეთ ერთი ფურცელი განმარტებების ჩათვლით მთლიანად.

12. მომავალში, როდესაც თქვენთვის უცხო ქალაქში მოხვდებით, არ შეიძინოთ რუკა. ეცადეთ გზა გზის მაჩვენებლებით გაიკვლიოთ. დაეკითხეთ ადგილობრივებს.

13. გამოიგონეთ ახალი კერძი მაცივარში არსებული პროდუქტის ნარჩენებისგან.

14. ის, რაც ზეპირად იცით, ეცადეთ წაიკითხოთ ბოლოდან.

15. ყველგან ატარეთ თან ფურცელი და ფანქარი და ეცადეთ დახატოთ ყველაფერი, რასაც დაინახავთ. არ არის აუცილებელი, თქვენი ნახატები სამუზეუმო ექსპონატის დონეზე შეასრულოთ.

16. შემდეგში, როდესაც სამზარეულოს რომელიმე ხელსაწყო გაგიტყდებათ, არ გაიქცეთ მის საყიდლად. ეცადეთ თავად შეაკეთოთ ან უპოვოთ შემცვლელი.

17. დააკმაყოფლეთ თქვენი ცნობისმოყვარეობა. თუ რაიმე გაინტერესებთ, ყველა ხერხი გამოიყენეთ მის გასაგებად. მოძებნეთ ინტერნეტში, დაურეკეთ მეგობარს.

18. მოიფიქრეთ გაბზარული თასების გამოყენების 10 ხერხი.

19. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა.

20. იყავით თამამი ნებისმიერ საქმეში.

21. სუპერმარკეტში ყოველ მეოთხე მისვლაზე, შეიძინეთ ერთი ისეთი ნივთი ან პროდუქტი, რომელიც აქამდე არასდროს გიყიდიათ.

22. გააკეთეთ ანაგრამები იმ სიტყვებიდან, რომლებსაც საგზაო ნიშნებზე ხედავთ.

23. გაიხსენეთ და გონებაში დათვალეთ თქვენს გარდერობში არსებული ყველა ტანსაცმელი.

24. დააკვირდით რომელიმე სარეკლამო განცხადებას ჟურნალსა და გაზეთში. დაფიქრდით, რას შეცვლიდით მასში? როგორ დახვეწდით? მოიფიქრეთ ახალი სარეკლამო სლოგანი.

25. დღეში ერთხელ მაინც ეცადეთ, რომ თავში სისხლის მიწოდება გააუმჯობესოთ. მაგალითად ჩვეულებრივზე დიდხანს შეიკარით თასმები.

26. როდესაც კერძს ამზადებთ, გონებით გამოთვალეთ დაახლოებით მისი წონა.

27. თუ არ მოგწონთ, გადაარქვით სახელი შინაურ ცხოველს. თუ გაბედავთ, გადაარქვით სახელი შვილებსაც. მოუფიქრეთ მათ ზედმეტსახელები. არ მოგერიდოთ ექსპერიმენტები ზედსართავ სახელებთან და ზმნებთან მიმართებით.

28. ჩამოწერეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა, რომელიც მთავრდება ასოებზე ”ცია”.

29. წაიკითხეთ ლიტერატურული ჟურნალი და გააკეთეთ რომელიმე მოთხრობის კონსპექტი.

30. ეცადეთ, გაიგოთ, რა წერია სამეცნიერო წიგნში. ყურადღება მიაქციეთ ავტორის გვარს.

31. დაისახეთ მიზნები შემდეგი 5 წლისთვის და ჩამოწერეთ გეგმა მათი შესრულებისთვის. მიზნები უნდა იყოს სერიოზული, მაგალითად კარიერა, ბავშვის გაჩენა და აღზრდა.

32. მიუხედავად იმისა, თავიდან მოგეწონებათ თუ არა, აიძულეთ საკუთარ თავს კროსვორდების შევსება. ეცადეთ ამოხსნათ თავსატეხები და ააწყოთ ფაზლები.

33. დაარღვიეთ ყოველდრღიური პროცედურა (მაგალითად ჩაცმის პროცედურა).

34. ითამაშეთ სტრატეგიული თამაშები.

35. აყევით მანქანაში ჩართულ რადიოს.

36. როდესაც მეგობრებთან ერთად ბარში წახვალთ, სადღეგრძელოებს შორის ითამაშეთ გვარების შეერთებაზე. მაგალითად : თუ ელა ფიცჯერალდი ცოლად გაყვა ფილიპ კირკოროვს, მისი გვარი იქნება...

37. სამსახურიდან სახლში ახალი მარშრუტით დაბრუნდით. დაინიშნეთ დრო. შეადარეთ იმ დროს, რომელსაც სახლამდე მოსვლაში ძველი მარშრუტით ანდომებდით.

38. ყოველ მეორე ღამეს დასაძინებლად დაწექით შებრუნებით. თავი დადეთ ფეხების ადგილას.

39. მოიფიქრეთ კბილის ჯაგრისის გამოყენების რამდენიმე ხერხი.

40. შეისწავლეთ ერთი ვიდეოთამაში.

41. თქვენი ტელევიზორის ეკრანის სიმკვეთრე მინიმუმზე დაწიეთ და გაიგეთ რა ხდება მხოლოდ ხმის საშუალებით.

42. შეადგინეთ წინადადება, რომელშიც ყოველი მომდევნო სიტყვა ანბანის მომდევნო ასოზე იწყება. (მაგალითად: აქლები ბედუინებს გალიაში დაუმწყვდევიათ)

43. გადაშალეთ ლექსიკონი და თითი დაადეთ რომელიმე სიტყვას. ეცადეთ ამ სიტყვის დახმარებით შეადგინოთ ანაგრამა.

44. კვირაში ერთხელ შედით წიგნების მაღაზიაში და დააკვირდით საცნობარო წიგნებს.

45. დახატეთ თქვენი სახლის გეგმა. თვალის ზომით გამოთვალეთ ყველაფრის სიგრძე. არ გამოგრჩეთ სახლის ყველაზე მიმალული კუთხეებიც კი.

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს