ლევან ვასაძე - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაზარმაცებული ერი ვართ

ლევან ვასაძე - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაზარმაცებული ერი ვართ

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქართველებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ზარმაც ერად მიიჩნევს. ამის შესახებ ბიზნესმენი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს.

"ინფანტილიზმია წარმოდგენა, რომ ვიღაცამ პირში უნდა ჩაგვიდოს ლუკმა. არ ვწუწუნებ, უამრავი ხალხი მოდის ჩემთან. რაზეც გული მყოფნის, სიხარბე არ მერევა და რაც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ ხშირად ვხედავ, რომ ამ ყველაფერს ტყუილად ვაკეთებ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაზარმაცებული ერი ვართ.

გარდაბანში ადგილობრივმა ქართველმა კომუნისტების დროინდელი ყოფილი ფერმა მაჩვენა. ვკითხე, აქაურობა ასე გამოფატრული რატომ არის-მეთქი, დანადგარები მორალურად მოძველებული იყოო. რეალურად კი ჯართად გაზიდეს. იქვე ახლოს შიფერებით შეკოწიწებული ძველი სათბური დავინახე. შევედი და მეგონა, სამოთხეში მოვხვდი, ისე ხასხასებდა მწვანილი. იმ კაცმა მითხრა, - ამ სათბურს აზერბაიჯანელები ქირაობენ ჩემგან და თვეში 800 ლარს მიხდიანო. შენ რას აკეთებ-მეთქი. მე ევროპელები კრედიტს არ მაძლევენ, რომ თანამედროვე სათბური ავაშენოო", - ამბობს ლევან ვასაძე.

ბიზნესმენი ქართველების დაუძლურების მიზეზად მიწასთან დაშორებას მიიჩნევს.

"ჩვენი ეროვნული ენერგიის ვარდნა იმიტომ მოხდა, რომ ქალაქური კულტურა ჩვენთვის ორგანული არ არის. ქალაქშიც უნდა ვიყოთ, გოგი ცაბაძეც უნდა გვყავდეს და ჩვენი გენიალური ხელოვანებიც, მაგრამ ჩვენი ხერხემალი ბუნებასა და მიწასთანაა. მას რომ დავშორდით, ძალა იმიტომ გამოგვეცალა", - ამბობს ვასაძე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"