მიშელ ობამა - "მეუღლისგან მოთმინებასა და სიმშვიდეს ვსწავლობ"

მიშელ ობამა - "მეუღლისგან მოთმინებასა და სიმშვიდეს ვსწავლობ"

აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა ჟურნალ Vogue-ის აპრილის ნომრის გარეკანზე მოხვდა. მასთან ერთად ფოტოგრაფ ენი ლეიბოვიცისთვის ბარაკ ობამა და მათი ქალიშვილები - 14 წლის საშა და 11 წლის მალია პოზირებდნენ. ინტერვიუში მიშელ ობამამ საკუთარი №1 პრიორიტეტი გაამხილა.

"ჩვენთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი ოჯახის ერთიანობის უზრუნველყოფაა. იცით, რომ პატარა შვილები გვყავს, ისინი ყოველღიურად იზრდებიან. სტრესი და წნეხი, რომელიც ამ საქმეს თან ახლავს, იმდენად რეალურია, რომ როდესაც თავისუფალი დრო გამოგიჩნდება, გინდა მთელი დამატებითი ენერგია საკუთარ შვილებს მოახმარო", - ამბობს მიშელ ობამა.

პირველი ლედის თქმით, საკუთარი ქმრისგან, რომელთანაც ის უკვე 20 წელია ცხოვრობს, პირველ ყოვლისა, მოთმინება ისწავლა.

"მისგან მოთმინებასა და სიმშვიდეს ვსწავლობ. ვცდილობ მას ამაში მივბაძო. მეუღლისგან ასევე ვისწავლე, რომ სხვადასხვა ცვლილებისა და გზაზე არსებული დაბრკოლებების კვალდაკვალ არც მეტისმეტად დიდ სიმაღლეს უნდა წაეპოტინო და არც მეტისმეტად დაბლა დაეშვა. უბრალოდ ისუნთქე და მიიღე ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. ამას ყოველდღე ვსწავლობ", - აღნიშნა პრეზიდენტის მეუღლემ.

მიშელი მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში ცვლილებებს არ უნდა მიუდგე, როგორც რაღაცას, რასაც უნდა უფრთხოდე. პირიქით, ცვლილებები, მისი თქმით, ცხოვრებას უფრო მხიარულად და მოულოდნელობებით აღსავსედ აქცევს.

მომზადებულია WENN-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა