სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თამაზ ელიზბარაშვილი: "ბედუკაძესაც და მის ოჯახსაც მე ვაფინანსებდი"
თამაზ ელიზბარაშვილი: "ბედუკაძესაც და მის ოჯახსაც მე ვაფინანსებდი"

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, - "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ 9 560-მა მად­ლი­ერ­მა მო­ქა­ლა­ქემ სა­ხელ­მწი­ფოს უსას­ყიდ­ლოდ აჩუ­ქა თა­ვი­სი ქო­ნე­ბა. ბევ­რი მათ­გა­ნი ახლა ამ ქო­ნე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს... რო­გორ არ­თმევ­დნენ ხალ­ხს ქო­ნე­ბას, ამას ერთი ბიზ­ნეს­მე­ნის მა­გა­ლით­ზე შე­ი­ტყობთ. თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მო­ნა­თხრობ­ში სა­გან­გა­შო ის არის, რომ მას ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც მოს­თხო­ვა მი­ლი­ო­ნი.

- 1993 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და ბიზ­ნე­სი და­ვი­წყე. 1996 წლი­დან "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის" ახალ­გაზ­რდულ ფრთას - მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ანს, გია ბა­რა­მი­ძე­სა და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ვუ­მე­გობ­რდი. ყო­ველ­თვი­უ­რად მათ პარ­ტი­ას 10.000 ლა­რით ვეხ­მა­რე­ბო­დი. მე­გო­ნა, ეს ძალა ქვე­ყა­ნას კო­რუფ­ცი­ის ჭა­ო­ბი­დან ამო­იყ­ვან­და. 1997 წლის მარ­ტში და­მა­პა­ტიმ­რეს - ყა­ჩა­ღუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მე­დე­ბო­და ბრა­ლად. მე­ხუ­თე იზო­ლა­ტორ­ში მო­მა­თავ­სეს. გვერ­დით სა­კან­ში ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი იჯდა. სა­ღა­მოს წყა­ლი წყდე­ბო­და და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მილ­ში ჩავ­ძა­ხებ­დით, ერ­თმა­ნე­თის­თვის ხმა რომ მიგ­ვეწვდი­ნა. მი­წის ქვეშ, სამი სარ­თუ­ლით ქვე­მოთ, ოთხ კე­დელ­ში ვი­ყა­ვით გა­მომ­წყვდე­უ­ლი. ყვე­ლა კუ­თხი­დან წყა­ლი წვე­თავ­და და სა­კან­ში კო­ჭე­ბამ­დე იდგა. სამი თვე ასე გა­ვა­ტა­რე, შემ­დეგ თავ­დე­ბით გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ თავს და­მესხნენ და ძლივს გა­და­ვურ­ჩი სიკ­ვდილს...

- ყვე­ლას ახ­სოვს სი­გა­რე­ტის ორი დის­ტრი­ბუ­ტო­რის - "ომე­გა­სა" და "ელი­ზის" გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. მა­შინ ორი­ვე ფირ­მას ავიწ­რო­ებ­დნენ. მკვლე­ლო­ბე­ბიც მოხ­და.

- ვერ ვი­ტყვი, რომ "ომე­გას" არ აწყობ­და ბიზ­ნე­სის გა­თეთ­რე­ბა, მაგ­რამ მის უკან ას­ლან აბა­ში­ძე და კახა თარ­გა­მა­ძე იდ­გნენ, მათ ეს არ აწყობ­დათ, ფული მხო­ლოდ თა­ვის­თვის სურ­დათ. მე კი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გამო გა­მო­მი­ცხა­დეს ომი... და­მი­ჭი­რეს და კომ­პა­ნია "ფი­ლიპ მო­რის­მა", რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ვი­ყა­ვი, კონ­ტრაქ­ტი შე­მი­წყვი­ტა, კრი­მი­ნა­ლი პარტნი­ო­რი არ გვჭირ­დე­ბაო. რაც აჭა­რა­სა და თბი­ლის­ში ქო­ნე­ბა გვქონ­და, წაგ­ვარ­თვეს, მან­ქა­ნე­ბი წა­იყ­ვა­ნეს, ნულ­ზე დაგ­ვსვეს... ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ახა­ლი პარტნი­ო­რის ძებ­ნა და­ვი­წყე. უშუ­ა­ლოდ კახა თარ­გა­მა­ძის მი­თი­თე­ბა იყო, ელიზ­ბა­რაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სი არ ჰქო­ნო­და. მა­ინც არ გავ­ჩერ­დი და ამი­ტო­მაც და­მესხნენ თავს. მერე ისევ ჩემი და­კა­ვე­ბა და­ი­გეგ­მა, ეს შე­ვი­ტყვე და სას­წრა­ფოდ წა­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან. 2000 წელს დავ­ბრუნ­დი და მა­შინ სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლა...

- ამ პე­რი­ოდ­ში ძებ­ნა თქვენს 18 წლის ვაჟ­ზე, გუ­რამ ელიზ­ბა­რაშ­ვილ­ზე გა­მო­ცხად­და. ის თა­ნა­ტო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში იყო მხი­ლე­ბუ­ლი.

- მე­ზო­ბელ ბიჭს გოგო უყ­ვარ­და, თურ­მე ის ერ­თდრო­უ­ლად ორ ბიჭს ხვდე­ბო­და. მი­ში­კო ცი­რე­კიშ­ვი­ლი თა­ვის და­ბა­დე­ბის დღეს სა­ბან­კე­ტო დარ­ბაზ­ში აღ­ნიშ­ნავ­და. იმ დღეს მი­ში­კო­სა და ჩვენს მე­ზო­ბელ გი­ორ­გის შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და. საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად გი­ორ­გიმ მე­გობ­რე­ბი, მათ შო­რის ჩემი შვი­ლი წა­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც ახა­ლი ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი იყო და ხელ­ჯო­ხით მი­ვი­და. ამ და­პი­რის­პი­რე­ბის დროს გუ­რა­მი და ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვი ბიჭი ცი­რე­კიშ­ვილ­სა და მის სა­მე­გობ­როს­თან მარ­ტო აღ­მოჩ­ნდნენ და ამ დროს მოკ­ლა გუ­რამ­მა ცი­რე­კიშ­ვი­ლი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ტრა­გე­დი­ას. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ჩემი შვი­ლი ქვეყ­ნი­დან სას­წრა­ფოდ გა­იყ­ვა­ნეს, რად­გან ვში­შობ­დი, რომ კახა თარ­გა­მა­ძე ცი­ხე­ში მას­ზე შურს იძი­ებ­და. კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბი­სას კი ჩემი ხე­ლით მი­ვიყ­ვა­ნე გუ­რა­მი პო­ლი­ცი­ა­ში და მკვლე­ლო­ბის­თვის 21 წელი მი­უ­სა­ჯეს.

- ფული მარ­თლა გა­და­ი­ხა­დეთ, რომ თქვე­ნი ვაჟი ცი­ხის ნაც­ვლად ფო­თის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ?

- 12 წლის ასაკ­ში გუ­რამ­მა თა­ვის მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო, მას მერე სულ ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებ­ზე გვყავ­და. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა მა­მარ­დაშ­ვილ­მა ჩა­ა­ტა­რა და და­ას­კვნა, რომ გუ­რა­მი ავად არის, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბაო. გა­ვა­სა­ჩივ­რე და 2002 წელს ახა­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და. ჩემი შვი­ლი ასა­თი­ან­ზე, ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში რამ­დე­ნი­მე თვე იწვა გა­მო­საკ­ვლე­ვად. მის სა­ნა­ხა­ვად მი­სულს სა­ში­ნე­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია დამ­ხვდა, ფან­ჯრებს მი­ნე­ბი არ ჰქონ­და, ია­ტა­კი აყ­რი­ლი იყო... მა­შინ სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი ჩემი მე­გობ­რის, თემო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ნა­თე­სა­ვი, ნა­ნე­იშ­ვი­ლი იყო და ვუ­თხა­რი, რე­მონ­ტის თან­ხებს გა­და­ვიხ­დი-მეთ­ქი. ეს ქველ­მოქ­მე­დე­ბა იყო. დი­რექ­ტორ­მა მო­ად­გი­ლეს­თან, ხა­რე­ბა­ვას­თან გაგვგზავ­ნა და მას 2003 წელს 30.000 დო­ლა­რი მარ­თლა გა­და­ვე­ცით. მარ­თლაც გა­კეთ­და იქ რე­მონ­ტი, თან­ხის ნა­წი­ლი კი ხელ­ფა­სე­ბად და­რიგ­და. 7 წლის შემ­დეგ, 2010 წლი­დან ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა იმას მე­და­ვე­ბო­და, რომ თურ­მე ფული გა­და­ვი­ხა­დე ყალ­ბი დას­კვნის­თვის.

- ისევ ბიზ­ნესს და­ვუბ­რუნ­დეთ, თქვე­ნი ბიზ­ნე­სი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ გან­ვი­თარ­და, ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუ უხ­დი­დით თან­ხებს?

- "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე" გული მას შემ­დეგ გა­მი­ტყდა, რაც ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მა­სობ­რი­ვად და­პა­ტიმ­რე­ბა და ფუ­ლის შე­წე­რა და­ი­წყეს. პირ­ვე­ლად მე­რაბ ჟორ­და­ნია და­ი­ჭი­რეს, მერე ჯოხ­თა­ბე­რი­ძე, ამას და­ე­მა­ტა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა. ის იყო ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის აღ­ვი­რახ­სნილ სი­სას­ტი­კეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და მო­ი­შო­რეს.…ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" 2005 წლამ­დე გრძელ­დე­ბო­და. კა­ხეთ­ში რამ­დენ­ჯერ­მე მა­ყიდ­ვი­ნეს რამ­დე­ნი­მე ტონა ყუ­რძე­ნი და და­ვუ­რი­გე ახ­ლობ­ლებს, მაგ­რამ იმ­დე­ნად ბევ­რი იყო, რომ ნა­წი­ლი გა­დავ­ყა­რეთ. თუ რამე სჭირ­დე­ბო­დათ, ფულს მთხოვ­დნენ.

- ვინ გი­რე­კავ­დათ?

- მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ირაკ­ლი ჩუ­ბი­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ელ­ჩად მუ­შა­ობ­და. ბევ­რჯერ და­მა­ფი­ნან­სე­ბი­ნეს ქა­ლაქ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი, მაგ­რამ ერთ დღე­საც მიშა მა­ჭა­ვა­რი­ანს მი­ვა­ხა­ლე, მორ­ჩა, აღა­რა­ფერს ვა­ფი­ნან­სებ-მეთ­ქი. ამის შემ­დეგ წა­მარ­თვეს ორი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ჯიპი, თით­ქოს არა­ლე­გა­ლუ­რად იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნი­ლი. არა­და, ორი­ვე აქ ვი­ყი­დე: ერთი - პარ­ლა­მენ­ტა­რის­გან, მე­ო­რე - რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­გან. ეს იყო პირ­ვე­ლი ყუ­რის აწე­ვა, ამით მი­თხრეს, ნახე, რა შეგ­ვიძ­ლი­აო. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კა­ჭა­რა­ვას­თან მი­ვე­დი, ვტო­ვებ ამ მან­ქა­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას - 100.000 დო­ლარს და სა­ნამ გა­არ­კვევთ ყვე­ლა­ფერს, მა­ნამ­დე თან­ხა აქ იყოს და მან­ქა­ნე­ბი მო­მე­ცით. თუ გა­ირ­კვა, რომ არ იყო სწო­რად შე­მოყ­ვა­ნი­ლი, მა­შინ იმ თან­ხა­საც გა­ჩუ­ქებთ და ამ მან­ქა­ნებ­საც-მეთ­ქი. მად­რო­ვეო, მი­თხრა, გა­ვი­და კა­ბი­ნე­ტი­დან და დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მი­პა­სუ­ხა, გა­მო­რი­ცხუ­ლი­აო. ალ­ბათ, ადე­იშ­ვილს შე­უ­თან­ხმდა. მერე შევ­თა­ვა­ზე, 100.000-ს გა­ჩუ­ქებთ და ჩემს მან­ქა­ნა­საც, ოღონდ მა­მა­ჩე­მი­სა და­მიბ­რუ­ნეთ (ისიც ჩა­მო­მარ­თვეს), არ მინ­და, ნა­ო­პე­რა­ცი­ებ­მა ინერ­ვი­უ­ლოს-მეთ­ქი. არც ამა­ზე დამ­თან­ხმდნენ...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თამაზ ელიზბარაშვილი: "ბედუკაძესაც და მის ოჯახსაც მე ვაფინანსებდი"

თამაზ ელიზბარაშვილი: "ბედუკაძესაც და მის ოჯახსაც მე ვაფინანსებდი"

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, - "ვარდების რევოლუციის" შემდეგ 9 560-მა მადლიერმა მოქალაქემ სახელმწიფოს უსასყიდლოდ აჩუქა თავისი ქონება. ბევრი მათგანი ახლა ამ ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს... როგორ ართმევდნენ ხალხს ქონებას, ამას ერთი ბიზნესმენის მაგალითზე შეიტყობთ. თამაზ ელიზბარაშვილის მონათხრობში საგანგაშო ის არის, რომ მას ახალმა ხელისუფლებამაც მოსთხოვა მილიონი.

- 1993 წელს საქართველოში დავბრუნდი და ბიზნესი დავიწყე. 1996 წლიდან "მოქალაქეთა კავშირის" ახალგაზრდულ ფრთას - მიხეილ მაჭავარიანს, გია ბარამიძესა და ზურაბ ჟვანიას დავუმეგობრდი. ყოველთვიურად მათ პარტიას 10.000 ლარით ვეხმარებოდი. მეგონა, ეს ძალა ქვეყანას კორუფციის ჭაობიდან ამოიყვანდა. 1997 წლის მარტში დამაპატიმრეს - ყაჩაღური ჯგუფის ხელმძღვანელობა მედებოდა ბრალად. მეხუთე იზოლატორში მომათავსეს. გვერდით საკანში ჯაბა იოსელიანი იჯდა. საღამოს წყალი წყდებოდა და კანალიზაციის მილში ჩავძახებდით, ერთმანეთისთვის ხმა რომ მიგვეწვდინა. მიწის ქვეშ, სამი სართულით ქვემოთ, ოთხ კედელში ვიყავით გამომწყვდეული. ყველა კუთხიდან წყალი წვეთავდა და საკანში კოჭებამდე იდგა. სამი თვე ასე გავატარე, შემდეგ თავდებით გამათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავს დამესხნენ და ძლივს გადავურჩი სიკვდილს...

- ყველას ახსოვს სიგარეტის ორი დისტრიბუტორის - "ომეგასა" და "ელიზის" გახმაურებული საქმეები. მაშინ ორივე ფირმას ავიწროებდნენ. მკვლელობებიც მოხდა.

- ვერ ვიტყვი, რომ "ომეგას" არ აწყობდა ბიზნესის გათეთრება, მაგრამ მის უკან ასლან აბაშიძე და კახა თარგამაძე იდგნენ, მათ ეს არ აწყობდათ, ფული მხოლოდ თავისთვის სურდათ. მე კი კანონპროექტის გამო გამომიცხადეს ომი... დამიჭირეს და კომპანია "ფილიპ მორისმა", რომლის წარმომადგენელიც ვიყავი, კონტრაქტი შემიწყვიტა, კრიმინალი პარტნიორი არ გვჭირდებაო. რაც აჭარასა და თბილისში ქონება გვქონდა, წაგვართვეს, მანქანები წაიყვანეს, ნულზე დაგვსვეს... ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალი პარტნიორის ძებნა დავიწყე. უშუალოდ კახა თარგამაძის მითითება იყო, ელიზბარაშვილს საქართველოში ბიზნესი არ ჰქონოდა. მაინც არ გავჩერდი და ამიტომაც დამესხნენ თავს. მერე ისევ ჩემი დაკავება დაიგეგმა, ეს შევიტყვე და სასწრაფოდ წავედი საქართველოდან. 2000 წელს დავბრუნდი და მაშინ სასამართლომ გამამართლა...

- ამ პერიოდში ძებნა თქვენს 18 წლის ვაჟზე, გურამ ელიზბარაშვილზე გამოცხადდა. ის თანატოლის მკვლელობაში იყო მხილებული.

- მეზობელ ბიჭს გოგო უყვარდა, თურმე ის ერთდროულად ორ ბიჭს ხვდებოდა. მიშიკო ცირეკიშვილი თავის დაბადების დღეს საბანკეტო დარბაზში აღნიშნავდა. იმ დღეს მიშიკოსა და ჩვენს მეზობელ გიორგის შორის შელაპარაკება მოხდა. საქმის გასარჩევად გიორგიმ მეგობრები, მათ შორის ჩემი შვილი წაიყვანა, რომელიც ახალი ნაოპერაციები იყო და ხელჯოხით მივიდა. ამ დაპირისპირების დროს გურამი და ჩვენი ნათესავი ბიჭი ცირეკიშვილსა და მის სამეგობროსთან მარტო აღმოჩნდნენ და ამ დროს მოკლა გურამმა ცირეკიშვილი. ძალიან განვიცდი ამ ტრაგედიას. ჩემმა მეგობრებმა ჩემი შვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გაიყვანეს, რადგან ვშიშობდი, რომ კახა თარგამაძე ციხეში მასზე შურს იძიებდა. კობა ნარჩემაშვილის მინისტრობისას კი ჩემი ხელით მივიყვანე გურამი პოლიციაში და მკვლელობისთვის 21 წელი მიუსაჯეს.

- ფული მართლა გადაიხადეთ, რომ თქვენი ვაჟი ციხის ნაცვლად ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაეყვანათ?

- 12 წლის ასაკში გურამმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო, მას მერე სულ ფსიქოტროპულ წამლებზე გვყავდა. დაკავების შემდეგ პირველი ექსპერტიზა მამარდაშვილმა ჩაატარა და დაასკვნა, რომ გურამი ავად არის, მაგრამ მკურნალობა არ სჭირდებაო. გავასაჩივრე და 2002 წელს ახალი ექსპერტიზა ჩატარდა. ჩემი შვილი ასათიანზე, ფსიქიატრიულში რამდენიმე თვე იწვა გამოსაკვლევად. მის სანახავად მისულს საშინელი ანტისანიტარია დამხვდა, ფანჯრებს მინები არ ჰქონდა, იატაკი აყრილი იყო... მაშინ საავადმყოფოს დირექტორი ჩემი მეგობრის, თემო მაჭავარიანის ნათესავი, ნანეიშვილი იყო და ვუთხარი, რემონტის თანხებს გადავიხდი-მეთქი. ეს ქველმოქმედება იყო. დირექტორმა მოადგილესთან, ხარებავასთან გაგვგზავნა და მას 2003 წელს 30.000 დოლარი მართლა გადავეცით. მართლაც გაკეთდა იქ რემონტი, თანხის ნაწილი კი ხელფასებად დარიგდა. 7 წლის შემდეგ, 2010 წლიდან ადეიშვილის პროკურატურა იმას მედავებოდა, რომ თურმე ფული გადავიხადე ყალბი დასკვნისთვის.

- ისევ ბიზნესს დავუბრუნდეთ, თქვენი ბიზნესი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განვითარდა, ძველ ხელისუფლებას თუ უხდიდით თანხებს?

- "ვარდების რევოლუციაზე" გული მას შემდეგ გამიტყდა, რაც ბიზნესმენების მასობრივად დაპატიმრება და ფულის შეწერა დაიწყეს. პირველად მერაბ ჟორდანია დაიჭირეს, მერე ჯოხთაბერიძე, ამას დაემატა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა. ის იყო ერთადერთი, რომელიც სააკაშვილის აღვირახსნილ სისასტიკეს ეწინააღმდეგებოდა და მოიშორეს.…ჩემი ურთიერთობა "ნაციონალებთან" 2005 წლამდე გრძელდებოდა. კახეთში რამდენჯერმე მაყიდვინეს რამდენიმე ტონა ყურძენი და დავურიგე ახლობლებს, მაგრამ იმდენად ბევრი იყო, რომ ნაწილი გადავყარეთ. თუ რამე სჭირდებოდათ, ფულს მთხოვდნენ.

- ვინ გირეკავდათ?

- მიშა მაჭავარიანი, ირაკლი ჩუბინიშვილი, რომელიც რუსეთში ელჩად მუშაობდა. ბევრჯერ დამაფინანსებინეს ქალაქში გამართული კონცერტები, მაგრამ ერთ დღესაც მიშა მაჭავარიანს მივახალე, მორჩა, აღარაფერს ვაფინანსებ-მეთქი. ამის შემდეგ წამართვეს ორი ძვირად ღირებული ჯიპი, თითქოს არალეგალურად იყო საქართველოში შემოყვანილი. არადა, ორივე აქ ვიყიდე: ერთი - პარლამენტარისგან, მეორე - რიგითი მოქალაქისგან. ეს იყო პირველი ყურის აწევა, ამით მითხრეს, ნახე, რა შეგვიძლიაო. შს მინისტრის მოადგილე კაჭარავასთან მივედი, ვტოვებ ამ მანქანების ღირებულებას - 100.000 დოლარს და სანამ გაარკვევთ ყველაფერს, მანამდე თანხა აქ იყოს და მანქანები მომეცით. თუ გაირკვა, რომ არ იყო სწორად შემოყვანილი, მაშინ იმ თანხასაც გაჩუქებთ და ამ მანქანებსაც-მეთქი. მადროვეო, მითხრა, გავიდა კაბინეტიდან და დაბრუნებულმა მიპასუხა, გამორიცხულიაო. ალბათ, ადეიშვილს შეუთანხმდა. მერე შევთავაზე, 100.000-ს გაჩუქებთ და ჩემს მანქანასაც, ოღონდ მამაჩემისა დამიბრუნეთ (ისიც ჩამომართვეს), არ მინდა, ნაოპერაციებმა ინერვიულოს-მეთქი. არც ამაზე დამთანხმდნენ...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა