სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნინი შერმადინი: "ყველაზე არავაჟკაცური ტიპი საქართველოში ყველაზე ვაჟკაც ამერიკელს სჯობია"
ნინი შერმადინი: "ყველაზე არავაჟკაცური ტიპი საქართველოში ყველაზე ვაჟკაც ამერიკელს სჯობია"

წინა კვი­რას 2 კვი­რით თბი­ლისს მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი და­უბ­რუნ­და. ჩა­მოს­ვლის მი­ზე­ზი ის სა­ბუ­თე­ბი გახ­და, რომ­ლებ­საც "ბროდ­ვე­ი­ზე" სპექ­ტაკ­ლებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ითხო­ვენ. სხვა მი­ზე­ზე­ბიც არ­სე­ბობ­და, რა­მაც ნი­ნის ბი­ლე­თე­ბი გა­და­აც­ვლე­ვი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და­აჩ­ქა­რე­ბი­ნა. ამ მი­ზე­ზებ­სა და ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­ზე ნინი თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- დრო­ე­ბით, ორი კვი­რით ვარ ჩა­მო­სუ­ლი. ჩა­მოს­ვლის არა­ერ­თი მი­ზე­ზი მქონ­და. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ სა­ბუ­თე­ბი უნდა შე­ვაგ­რო­ვო ამე­რი­კის­თვის, ის, რაც ბროდ­ვე­ის თე­ატ­რში მთხო­ვეს. გარ­და ამი­სა, გა­მო­მიჩ­ნდა დრო, ჩე­მე­ბი მე­ნა­ხა. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა ყვე­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით შვი­ლი. ბროდ­ვე­ის რაც შე­ე­ხე­ბა, პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მალე უნდა და­ი­წყოს.

- პრო­ცეს­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა?

- 2 თვ­ეში სა­მუშ­აო უფ­ლე­ბა უნდა ავი­ღო. პა­რა­ლე­ლუ­რად ვაგ­რძე­ლებ სწავ­ლას. მას­ტერკლა­სე­ბი მაქვს ბობ ვლ­­­­აინ­თან. იქ თვე-ნახ­ევ­რის მე­ცა­დი­ნე­ო­ბით სცე­ნა­ზე ვერ დად­გე­ბი. იმ­დე­ნად მა­გარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ეჯა­ხე­ბი, თვი­თონ შეგრცხვე­ბა. უნდა ის­წავ­ლო, მო­ემ­ზა­დო და რო­გორც კი შე­გამ­ჩნე­ვენ, რომ მზად ხარ, თვი­თონ და­გა­ყე­ნე­ბენ სცე­ნა­ზე, ყო­ველ­გვა­რი გუ­ლის­ტკე­ნის გა­რე­შე. იქ ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­აა. ვსწავ­ლობ ბრი­ტა­ნულ და ამე­რი­კულ მე­ტყვე­ლე­ბას, მსა­ხი­ო­ბო­ბას, სიმ­ღე­რას. ლექ­ცი­ე­ბი გვი­ტარ­დე­ბა მი­უ­ზიკ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე. თითო ლექ­ცია 3-სა­ა­თი­ა­ნია და კვი­რა­ში ერთხელ ტარ­დე­ბა. პირ­ველ მას­ტერკლას­ზე ვერ ხვდე­ბი­ან რა შე­გიძ­ლია, რო­მე­ლი რო­ლის­თვის უნდა მო­გამ­ზა­დონ. თუ არ ვარ­გი­ხარ ბროდ­ვე­ის­თვის, მა­გა­საც გე­უბ­ნე­ბი­ან, არ და­გინ­დო­ბენ. გე­ტყვი­ან, არ ვარ­გი­ხარ ბროდ­ვე­ის­თვის, მაგ­რამ იქ­ნებ, კლუბ­ში ან ბარ­ში გე­ცა­და ბე­დიო. ეს რჩე­ვა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო იმი­ტომ, რომ იქ და­ცინ­ვა ან გზის აბ­ნე­ვა არ არ­სე­ბობს. ჩა­წყო­ბა ხომ სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია.

- ასე ად­ვი­ლად ბროდ­ვე­ი­ზე მოხ­ვედ­რა წარ­მო­გედ­გი­ნა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­დი­ო­დი?

- ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. შო­რი­დან ად­ვი­ლი ჩანს. მე ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან იქ, არ გაქვს უფ­ლე­ბა, რა­ი­მე და­ი­წუ­წუ­ნო, აქ ადა­მი­ა­ნე­ბი ნა­ხე­ვარ ცხოვ­რე­ბას ან­დო­მე­ბენ იმას, რაც შენ სამ თვე­ში გა­ა­კე­თეო. მე არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, ეს უფ­ლის ნება იყო, რომ ყო­ველ­გვა­რი გუ­ლის­ტკე­ნის, შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი­სა თუ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე "გავ­ძვე­რი".

- ბევ­რის­გან მსმე­ნია შე­კი­თხვა, ვინ ჰყავს შერ­მა­დინს ასე­თი ამე­რი­კა­ში, ყვე­ლას ხომ არ შე­უძ­ლია, ბროდ­ვე­ი­ზე იმ­ღე­როს?

- ყვე­ლას შე­უძ­ლია სცა­დოს. ღმერ­თი მყავს ამე­რი­კა­შიც, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ყველ­გან, სა­დაც წა­ვალ. უბ­რა­ლოდ, როცა უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩავ­დი­ვარ, ირ­გვლივ ვიკ­რებ ძა­ლი­ან კარგ, სან­დო და და­საყ­რდნობ მე­გობ­რებს. ერთ-ერთი არის სოსო თო­ლო­რა­ია, რო­მე­ლიც ძმა­სა­ვით და­მიდ­გა გვერ­დით, მისი მე­უღ­ლე, სოფო. აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩემი მე­გობ­რე­ბი ზურა და ნინო, რომ­ლებ­საც სა­ბერ­ძნე­თი­დან ვიც­ნობ. ახლა ბრუკ­ლინ­ში ცხოვ­რო­ბენ და მათ­თან გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში ვერ და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რად­გან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვთ ბროდ­ვე­ის თე­ატრთან. ისი­ნი გვერ­დით მიდ­გა­ნან მო­რა­ლუ­რად, ფი­ნან­სუ­რად და მად­ლი­ე­რი ვარ მათი. მარ­თა­ლი გი­თხრა, ჩემ­თვი­საც ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ არა­ვინ გყავ­დეს და ასე "გაძ­ვრე", "ჯიფ­სი კინგსთან" მიხ­ვი­დე ახ­ლოს, მას­თან ერ­თად იმ­ღე­რო. მისი გი­ტა­რის­ტი და­ინ­ტე­რეს­დეს შე­ნით და სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზოს. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ეს ასეც უნდა იყოს, თით­ქოს ამა­ში გა­სა­ო­ცა­რი არა­ფე­რია და იმავდრო­უ­ლად არა­რე­ა­ლუ­რია, რაც ჩემს თავს ხდე­ბა. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ თუნ­დაც გავ­ხსნა ბან­კის ან­გა­რი­ში, ავი­ღო მარ­თვის მოწ­მო­ბა. ჩვენ, ტუ­რის­ტებს, იმის უფ­ლე­ბაც არ გვაქვს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვი­დეთ, თუ რამ ამ­ტკივ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­მი­წევს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ არ დამ­ჭირ­ვე­ბია ექი­მი...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის არა­ერ­თი მი­ზე­ზი მქონ­დაო, მი­თხა­რი. კი­დევ რას გუ­ლის­ხმობ­დი?

- ერთ-ერთი მი­ზე­ზი ჩემი მე­გო­ბა­რი, ჩემი ჯგუ­ფე­ლი გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც არის უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბი და რო­მელ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ამე­რი­კა­ში შე­ვი­ტყვე მისი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ და მა­შინ­ვე გა­დავცვა­ლე ბი­ლე­თი, რომ გვერ­დით და­ვუდ­გე, მარ­ტის ბო­ლოს ვა­პი­რებ­დი ჩა­მოს­ვლას. გი­ორ­გის ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა ესა­ჭი­რო­ე­ბა. მზად ვარ, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს დავ­ტო­ვებ, რამ­დე­ნი­მე სო­ლო­კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თო, მთა­ვა­რია, კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა ითა­ვოს ვინ­მემ და შე­მო­სუ­ლი თან­ხა მის ან­გა­რიშ­ზე გა­დავ­რი­ცხო. მე სიმ­ღე­რა ვიცი მხო­ლოდ, სხვა არა­ფე­რი შე­მიძ­ლია.

- ალ­ბათ ამე­რი­კა­ში ახა­ლი მე­გობ­რე­ბი გა­ი­ჩი­ნე. რა გაკ­ვირ­ვებს ყვე­ლა­ზე მე­ტად მათ ხა­სი­ათ­ში?

- იუ­მო­რი. ისე­თი იუ­მო­რი აქვთ, რომ ვერ მიხ­ვდე­ბი, რა დროს უნდა გა­გე­ცი­ნოს. თვი­თონ გკარ­ნა­ხო­ბენ, რო­დის არის კულ­მი­ნა­ცია და რო­დის უნდა გა­ი­ცი­ნო. თვი­თონ იწყე­ბენ სი­ცილს და ამით ხვდე­ბი, რომ დროა, გა­ი­ცი­ნო (იცი­ნის). თა­ვი­დან შოკ­ში ვი­ყა­ვი, ვერ ვხვდე­ბო­დი რა მექ­ნა, იმი­ტომ რომ შე­იძ­ლე­ბა, ისეთ დროს გა­ი­ცი­ნო, რომ ეს მათ­თვის ტრა­გი­კუ­ლია და პი­რი­ქით შე­ცხა­დე­ბაა სა­ჭი­რო. მოკ­ლედ, ამე­რი­კე­ლე­ბის იუ­მორ­ში ვი­ყა­ვი და­კარ­გუ­ლი. ბო­ლოს მხო­ლოდ მუ­ღა­მი კი არ გა­ვი­გე, თვი­თო­ნაც მასე და­ვი­წყე ხუმ­რო­ბა. მერე ქარ­თვე­ლებს რომ ვე­ხუმ­რე­ბო­დი მათი სტი­ლით, გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ, ეს რა და­მარ­თვია შენს იუ­მორ­სო.

- ამე­რი­კე­ლებს რა უკ­ვირთ შენ­ში?

- ის, რო­გორ შე­მიძ­ლია, სულ მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით ვი­ა­რო. მათ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სულ პო­მა­და გეს­ვას, სულ გაპ­რან­ჭუ­ლი და­დი­ო­დე, თვი­თონ სულ სპორ­ტუ­ლად და­დი­ან, ჩან­თა­ში უდევთ მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, გა­მო­სას­ვლე­ლი კაბა და თუ სა­ჭი­რო გახ­და, ტუ­ა­ლეტ­ში იც­ვლი­ან. ამის­თვის ორი ჩან­თა და­აქვთ. სად შე­მიძ­ლია ორი ჩან­თით ვი­ა­რო, მირ­ჩევ­ნია, სულ მზად ვიყო და ამა­ზე გიჟ­დე­ბი­ან, ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი არი­ან, არ ენა­ნე­ბათ კომ­პლი­მენ­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის და არას­დროს იტყუ­ე­ბი­ან. ზრდი­ლო­ბის­თვის ქა­თი­ნა­ურს არ გე­ტყვი­ან.

- უამ­ბე უკვე ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ?

- რა თქმა უნდა. "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა" ვას­წავ­ლე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე (იცი­ნის).

- იქა­ურ კერ­ძებს მი­ეჩ­ვიე?

- რო­გორც შენ გა­გი­სინ­ჯავს იქა­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო, ისე მე (იცი­ნის). გა­და­სუ­ლი ვარ ჩი­ნურ საკ­ვებ­ზე. დი­ე­ტურ პრო­დუქ­ტებს გე­ახ­ლე­ბით. ზღვის პრო­დუქ­ტებ­სა და სა­ლა­თის ფოთ­ლებს, მა­მა­ჩე­მი დამ­ცი­ნის ხოლ­მე, წე­სი­ე­რი არა­ფე­რი ჭამო და გველ-ბა­ყა­ყით ამო­ივ­სე მუ­ცე­ლიო (იცი­ნის). რა გა­ვა­კე­თო, ყვე­ლა­ფე­რი ამე­რი­კუ­ლი ასუ­ქებს, არა, კი არ ასუ­ქებს, ასი­ვებს. არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი აქვთ ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბით და გა­ურ­კვე­ვე­ლი ჰორ­მო­ნე­ბით. იქა­ურ სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზ­ში რომ მი­დი­ხარ, თვი­თონ გირ­ჩე­ვენ, რომ არ ჭამო იქა­უ­რი კერ­ძე­ბი, პური, შა­ქა­რი, მა­რი­ლი. არ მი­ი­ღო გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი. ერთი სი­ტყვით, ვბა­ლა­ხობ ამე­რი­კა­ში. ვვარ­ჯი­შობ და ბევ­რად უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდ­რე მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი. ამა­სო­ბა­ში 7 კი­ლოგ­რა­მიც და­ვი­კე­ლი.

- არ მი­თხრა ახლა, რომ ხინ­კა­ლი არ მო­გე­ნატ­რა...

- რო­გორ არ მო­მე­ნატ­რა. ამ თე­მა­ზე ამე­რი­კუ­ლად ვე­ხუმ­რე კი­დეც იქ ქარ­თველ მე­გობ­რებს. ვი­ყა­ვი სა­ბავ­შვო ფილ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, სა­დაც მთა­ვარ როლს ცუცა კა­პა­ნა­ძე თა­მა­შობს. ნოს­ტალ­გი­უ­რი ფილ­მია - "ფან­ჯრი­დან და­ნა­ხუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი". ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფია, ქარ­თუ­ლი რით­მე­ბიც იყო ფილმში და გული ამი­ჩუყ­და. ჩემს მე­გო­ბარს გა­და­ვუ­ლა­პა­რა­კე, რომ ჩა­ვალ თბი­ლის­ში, რეს­ტო­რან­ში უნდა წა­ვი­დე და ერთი კარ­გად ვი­ცეკ­ვო-მეთ­ქი. რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, კაი პუ­რისმჭა­მე­ლი კა­ცი­ვით ტრა­პი­დან­ვე პირ­და­პირ რეს­ტო­რან­ში წა­ვი­დო­დი, თვი­თონ­ვე გა­ვი­ცი­ნე ამე­რი­კუ­ლად. არა­ვინ არ გა­ი­ცი­ნა. ხომ ხე­დავ, შენც არ გე­ცი­ნე­ბა. ცუ­და­დაა ჩემი იუ­მო­რის საქ­მე უკვე (იცი­ნის).

- იქა­ურ კლი­მატ­საც მი­ეჩ­ვიე?

- გა­მიძ­ნელ­და ძა­ლი­ან. მი­ნუს 18-20 გრა­დუ­სი იყო ყინ­ვა. გა­მოპ­რან­ჭუ­ლი ვერ და­დი­ხარ ქუ­ჩა­ში. მუხ­ლამ­დე დუ­ტის ქურ­თუ­კი უნდა გეც­ვას, თბი­ლი უგე­ბი, ქუდი და შარ­ფი. ერთხელ უქუ­დოდ გა­ვე­დი გა­რეთ და ვიგ­რძე­ნი, რო­გორ გა­მეხვრი­ტა შუბ­ლი ყინ­ვის­გან.

- ალ­კოჰოლ­თან რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ამე­რი­კე­ლებს?

- შა­ბათ-კვი­რას მე­გობ­რო­ბენ. მე ვერც შა­ბათ-კვი­რას და­ვუ­მე­გობ­რდი ალ­კოჰოლს. იქა­უ­რე­ბი უცხოპ­ლა­ნე­ტელს მე­ძა­ხი­ან. არ ვსვამ, არ ვე­წე­ვი, არც რამე მო­სა­დუ­ნე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ღებ და ისე ვარ "ხოდ­ზე". ახა­ლი წლის ღა­მეს დიდი კონ­ცერ­ტი გვქონ­და. მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე ვარ, დავფრი­ნავ, ბედ­ნი­ე­რი ვარ ყვე­ლაფ­რით. 8 სა­ა­თი სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი, ჩა­მო­ვე­დი სცე­ნი­დან, მო­მი­ახ­ლოვ­და ერთი ბიჭი და მე­კი­თხე­ბა, რა ნარ­კო­ტიკს ხმა­რო­ბო (იცი­ნის). იქ­ნებ გა­მიმ­ხი­ლო, მეც მინ­დაო. რა სამ­წუ­ხა­როა, რომ ვერ გეხ­მა­რე­ბი-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. ბო­ლოს მე­გობ­რებ­თან მლან­ძღავ­და, ბო­რო­ტია, არ გა­მიმ­ხი­ლა რას სვამს, მე ხომ ვე­ტყო­დი, რა შუ­რი­ა­ნია, რას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი­ა­ნი არ არი­სო (იცი­ნის).

- უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თი უკვე აიღე?

- კი. 30-ში სო­ლო­კონ­ცერ­ტი მაქვს ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბი­სა და რუ­სე­ბის­თვის. ამ დრო­ის­თვის იქ უნდა ვიყო. ხომ ხე­დავთ, მე იქ ვაგ­ვა­რებ რუ­სულ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბას, ამე­რი­კულ-ქარ­თულ­საც. გე­უბ­ნე­ბი, ამე­რი­კე­ლებს ვას­წავ­ლე "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა". თუკი ვინ­მე მკი­თხავს სა­ი­დან ხარო, ვი­წყებ, რამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რია გვაქვს, რომ თო­თხმე­ტი ორი­გი­ნა­ლი ან­ბა­ნი­დან ერთ-ერთი არის ქარ­თუ­ლი, რომ ჩვე­ნი დამ­წერ­ლო­ბა გვაქვს, ჩვე­ნი ენა, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ვართ და რომ ქრის­ტი­ა­ნი ორ­თო­დოქ­სე­ბი ცხოვ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გო­რე­ბიც არი­ან ბერ­ძნე­ბი და რუ­სე­ბი. ერთი სი­ტყვით, გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი მაქვს ეს ტექ­სტი ლექ­სი­ვით. პირ­ჯვრის წე­რას ვას­წავ­ლი იქ ჩა­მო­სულ ებ­რა­ე­ლებს. ისი­ნი ექვს ად­გი­ლას იდე­ბენ ხელს. ამის გამო შე­იძ­ლე­ბა, ერთხელ კო­ცონ­ზე დამ­წვან (იცი­ნის). სა­დამ­დეც გამ­დის, გამ­დის. მეტ­როს ვა­გონ­ში ცოტა უც­ნა­უ­რი შე­სა­ხე­და­ო­ბის ებ­რა­ე­ლე­ბი რომ სხე­დან, თა­ვი­ან­თი წიგ­ნი და­აქვთ, გარ­კვე­უ­ლი სა­ა­თე­ბი აქვთ, რომ­ლის დრო­საც აუ­ცი­ლებ­ლად ხმა­მაღ­ლა უნდა ილო­ცონ. ეს სა­ა­თი რომ და­უდ­გე­ბათ, იღე­ბენ წიგნს, სა­დაც უნდა იყ­ვნენ და იწყე­ბენ რაც შე­იძ­ლე­ბა ხმა­მაღ­ლა კი­თხვას. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ღი­ზი­ა­ნებს, ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბად არ აღგ­ვიქ­ვა­მენ. თა­ვი­ან­თი მა­ღა­ზი­ე­ბი აქვთ, თა­ვი­ან­თი პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა ჰყავთ. თა­ვი­ან­თი საჭ­მე­ლი აქვთ. ჩემ­თან ერ­თად საჭ­მელს არ შე­ჭა­მენ იმი­ტომ, რომ ძაღ­ლი ვარ მათ­თვის. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­ცო­ფებს. მოკ­ლედ, ამო­ი­ღე­ბენ ამ თა­ვის წიგნს ვა­გონ­ში და "მირ­ტყა­მენ" თავ­ში. დიდ­ხანს ვერ მო­ვით­მი­ნე, უკვე ჩემი ლოც­ვა­ნით დავ­დი­ვარ. ერთი დღეც არის, უკვე ყელ­შია ამო­სუ­ლი მათი პარ­პა­ში. ვზი­ვარ ვა­გონ­ში და წინ ეს "სას­ტა­ვი" მი­ზის, ყელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ჯვა­რი გა­ვის­წო­რე, მა­მისმკვლე­ლი თვა­ლე­ბით ვუ­ყუ­რებ. ამო­ი­ღო ერთ-ერ­თმა თა­ვი­სი წიგ­ნი, გა­და­შა­ლა და და­ი­წყო. მეც გავ­ხსე­ნი ჩემი ხელ­ჩან­თა, ამო­ვი­ღე ლოც­ვა­ნი და ხმა­მაღ­ლა და­ვი­წყე - "სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა, ამინ! წმინ­დაო ღმერ­თო, წმინ­დაო ძლი­ე­რო, წმინ­დაო უკ­ვდა­ვო შეგ­ვი­წყა­ლენ ჩვენ". თან ნელ-ნელა ვუ­მა­ტებ ხმას და თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ ამ "მომ­ხდურთ" (იცი­ნის). პირ­ვე­ლი­ვე შემ­დეგ გა­ჩე­რე­ბა­ზე თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლე­ბი გა­იქ­ცნენ.

- ამე­რი­კელ მა­მა­კა­ცებ­ზე რას იტყვი?

- არაფ­რით ჰგვა­ნან ქარ­თველ ბი­ჭებს, არც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, არც მენ­ტა­ლი­ტე­ტით, არაფ­რით, რაც მე არ მხიბ­ლავს. მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი კა­ცე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, ვი­ღა­ცის გუ­ლის მო­სა­გე­ბად არ ვამ­ბობ ამას. გულ­წრფე­ლი ვარ. ყვე­ლა­ზე არა­ვაჟ­კა­ცუ­რი ტიპი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ვაჟ­კაც ამე­რი­კელს სჯო­ბია.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნინი შერმადინი: "ყველაზე არავაჟკაცური ტიპი საქართველოში ყველაზე ვაჟკაც ამერიკელს სჯობია"

ნინი შერმადინი: "ყველაზე არავაჟკაცური ტიპი საქართველოში ყველაზე ვაჟკაც ამერიკელს სჯობია"

წინა კვირას 2 კვირით თბილისს მომღერალი ნინი შერმადინი დაუბრუნდა. ჩამოსვლის მიზეზი ის საბუთები გახდა, რომლებსაც "ბროდვეიზე" სპექტაკლებში მისი მონაწილეობისთვის ითხოვენ. სხვა მიზეზებიც არსებობდა, რამაც ნინის ბილეთები გადააცვლევინა და საქართველოში დაბრუნება დააჩქარებინა. ამ მიზეზებსა და ამერიკულ ცხოვრებაზე ნინი თავად გიამბობთ.

-  დროებით, ორი კვირით ვარ ჩამოსული. ჩამოსვლის არაერთი მიზეზი მქონდა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ საბუთები უნდა შევაგროვო ამერიკისთვის, ის, რაც ბროდვეის თეატრში მთხოვეს. გარდა ამისა, გამომიჩნდა დრო, ჩემები მენახა. ძალიან მომენატრა ყველა, განსაკუთრებით შვილი. ბროდვეის რაც შეეხება, პროცესი ძალიან მალე უნდა დაიწყოს.

-  პროცესში რა იგულისხმება?

-  2 თვ­ეში სამუშ­აო უფლება უნდა ავიღო. პარალელურად ვაგრძელებ სწავლას. მასტერკლასები მაქვს ბობ ვლ­­­­აინთან. იქ თვე-ნახ­ევრის მეცადინეობით სცენაზე ვერ დადგები. იმდენად მაგარ პროფესიონალებს ეჯახები, თვითონ შეგრცხვება. უნდა ისწავლო, მოემზადო და როგორც კი შეგამჩნევენ, რომ მზად ხარ, თვითონ დაგაყენებენ სცენაზე, ყოველგვარი გულისტკენის გარეშე. იქ ჯანსაღი კონკურენციაა. ვსწავლობ ბრიტანულ და ამერიკულ მეტყველებას, მსახიობობას, სიმღერას. ლექციები გვიტარდება მიუზიკლის ისტორიაზე. თითო ლექცია 3-საათიანია და კვირაში ერთხელ ტარდება. პირველ მასტერკლასზე ვერ ხვდებიან რა შეგიძლია, რომელი როლისთვის უნდა მოგამზადონ. თუ არ ვარგიხარ ბროდვეისთვის, მაგასაც გეუბნებიან, არ დაგინდობენ. გეტყვიან, არ ვარგიხარ ბროდვეისთვის, მაგრამ იქნებ, კლუბში ან ბარში გეცადა ბედიო. ეს რჩევა უნდა გაითვალისწინო იმიტომ, რომ იქ დაცინვა ან გზის აბნევა არ არსებობს. ჩაწყობა ხომ საერთოდ გამორიცხულია.

-  ასე ადვილად ბროდვეიზე მოხვედრა წარმოგედგინა, როცა საქართველოდან მიდიოდი?

-  ადვილი ნამდვილად არ არის. შორიდან ადვილი ჩანს. მე ხშირად მეუბნებიან იქ, არ გაქვს უფლება, რაიმე დაიწუწუნო, აქ ადამიანები ნახევარ ცხოვრებას ანდომებენ იმას, რაც შენ სამ თვეში გააკეთეო. მე არაფერი გამიკეთებია, ეს უფლის ნება იყო, რომ ყოველგვარი გულისტკენის, შეურაცხყოფებისა თუ სირთულეების გარეშე "გავძვერი".

-  ბევრისგან მსმენია შეკითხვა, ვინ ჰყავს შერმადინს ასეთი ამერიკაში, ყველას ხომ არ შეუძლია, ბროდვეიზე იმღეროს?

-  ყველას შეუძლია სცადოს. ღმერთი მყავს ამერიკაშიც, საქართველოშიც და ყველგან, სადაც წავალ. უბრალოდ, როცა უცხო ქვეყანაში ჩავდივარ, ირგვლივ ვიკრებ ძალიან კარგ, სანდო და დასაყრდნობ მეგობრებს. ერთ-ერთი არის სოსო თოლორაია, რომელიც ძმასავით დამიდგა გვერდით, მისი მეუღლე, სოფო. აღმოვაჩინე ჩემი მეგობრები ზურა და ნინო, რომლებსაც საბერძნეთიდან ვიცნობ. ახლა ბრუკლინში ცხოვრობენ და მათთან გადავედი საცხოვრებლად. ეს ადამიანები კარიერულ წინსვლაში ვერ დამეხმარებოდნენ, რადგან არანაირი შეხება არ აქვთ ბროდვეის თეატრთან. ისინი გვერდით მიდგანან მორალურად, ფინანსურად და მადლიერი ვარ მათი. მართალი გითხრა, ჩემთვისაც ძნელად წარმოსადგენია, რომ არავინ გყავდეს და ასე "გაძვრე", "ჯიფსი კინგსთან" მიხვიდე ახლოს, მასთან ერთად იმღერო. მისი გიტარისტი დაინტერესდეს შენით და საკუთარი სიმღერების შესრულება შემოგთავაზოს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, თითქოს ამაში გასაოცარი არაფერია და იმავდროულად არარეალურია, რაც ჩემს თავს ხდება. ამერიკის მოქალაქეობა მჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც გავხსნა ბანკის ანგარიში, ავიღო მართვის მოწმობა. ჩვენ, ტურისტებს, იმის უფლებაც არ გვაქვს, რომ საავადმყოფოში მივიდეთ, თუ რამ ამტკივდა, საქართველოში დაბრუნება მომიწევს. საბედნიეროდ, ჯერ არ დამჭირვებია ექიმი...

-  საქართველოში დაბრუნების არაერთი მიზეზი მქონდაო, მითხარი. კიდევ რას გულისხმობდი?

-  ერთ-ერთი მიზეზი ჩემი მეგობარი, ჩემი ჯგუფელი გიორგი ყორღანაშვილია, რომელიც არის უნიჭიერესი მსახიობი და რომელსაც დახმარება სჭირდება. ამერიკაში შევიტყვე მისი ავადმყოფობის შესახებ და მაშინვე გადავცვალე ბილეთი, რომ გვერდით დავუდგე, მარტის ბოლოს ვაპირებდი ჩამოსვლას. გიორგის ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება. მზად ვარ, სანამ საქართველოს დავტოვებ, რამდენიმე სოლოკონცერტი გავმართო, მთავარია, კონცერტის ორგანიზება ითავოს ვინმემ და შემოსული თანხა მის ანგარიშზე გადავრიცხო. მე სიმღერა ვიცი მხოლოდ, სხვა არაფერი შემიძლია.

-  ალბათ ამერიკაში ახალი მეგობრები გაიჩინე. რა გაკვირვებს ყველაზე მეტად მათ ხასიათში?

-  იუმორი. ისეთი იუმორი აქვთ, რომ ვერ მიხვდები, რა დროს უნდა გაგეცინოს. თვითონ გკარნახობენ, როდის არის კულმინაცია და როდის უნდა გაიცინო. თვითონ იწყებენ სიცილს და ამით ხვდები, რომ დროა, გაიცინო (იცინის). თავიდან შოკში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა მექნა, იმიტომ რომ შეიძლება, ისეთ დროს გაიცინო, რომ ეს მათთვის ტრაგიკულია და პირიქით შეცხადებაა საჭირო. მოკლედ, ამერიკელების იუმორში ვიყავი დაკარგული. ბოლოს მხოლოდ მუღამი კი არ გავიგე, თვითონაც მასე დავიწყე ხუმრობა. მერე ქართველებს რომ ვეხუმრებოდი მათი სტილით, გაოგნებულები მიყურებდნენ, ეს რა დამართვია შენს იუმორსო.

-  ამერიკელებს რა უკვირთ შენში?

-  ის, როგორ შემიძლია, სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვიარო. მათთვის წარმოუდგენელია, სულ პომადა გესვას, სულ გაპრანჭული დადიოდე, თვითონ სულ სპორტულად დადიან, ჩანთაში უდევთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გამოსასვლელი კაბა და თუ საჭირო გახდა, ტუალეტში იცვლიან. ამისთვის ორი ჩანთა დააქვთ. სად შემიძლია ორი ჩანთით ვიარო, მირჩევნია, სულ მზად ვიყო და ამაზე გიჟდებიან, ძალიან კომუნიკაბელურები არიან, არ ენანებათ კომპლიმენტები ერთმანეთისთვის და არასდროს იტყუებიან. ზრდილობისთვის ქათინაურს არ გეტყვიან.

-  უამბე უკვე ქართული ტრადი­ციების შესახებ?

-  რა თქმა უნდა. "ქართლის ცხოვრება" ვასწავლე თავიდან ბოლომდე (იცინის).

-  იქაურ კერძებს მიეჩვიე?

-  როგორც შენ გაგისინჯავს იქაური სამზარეულო, ისე მე (იცინის). გადასული ვარ ჩინურ საკვებზე. დიეტურ პროდუქტებს გეახლებით. ზღვის პროდუქტებსა და სალათის ფოთლებს, მამაჩემი დამცინის ხოლმე, წესიერი არაფერი ჭამო და გველ-ბაყაყით ამოივსე მუცელიო (იცინის). რა გავაკეთო, ყველაფერი ამერიკული ასუქებს, არა, კი არ ასუქებს, ასივებს. არაჯანსაღი საკვები აქვთ ქიმიური დანამატებით და გაურკვეველი ჰორმონებით. იქაურ სატრენაჟორო დარბაზში რომ მიდიხარ, თვითონ გირჩევენ, რომ არ ჭამო იქაური კერძები, პური, შაქარი, მარილი. არ მიიღო გაზიანი სასმელი. ერთი სიტყვით, ვბალახობ ამერიკაში. ვვარჯიშობ და ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე მანამდე ვიყავი. ამასობაში 7 კილოგრამიც დავიკელი.

-  არ მითხრა ახლა, რომ ხინკალი არ მოგენატრა...

-  როგორ არ მომენატრა. ამ თემაზე ამერიკულად ვეხუმრე კიდეც იქ ქართველ მეგობრებს. ვიყავი საბავშვო ფილმის პრეზენტაციაზე, სადაც მთავარ როლს ცუცა კაპანაძე თამაშობს. ნოსტალგიური ფილმია - "ფანჯრიდან დანახული გაზაფხული". ქართული ქორეოგრაფია, ქართული რითმებიც იყო ფილმში და გული ამიჩუყდა. ჩემს მეგობარს გადავულაპარაკე, რომ ჩავალ თბილისში, რესტორანში უნდა წავიდე და ერთი კარგად ვიცეკვო-მეთქი. რომ წარმოვიდგინე, კაი პურისმჭამელი კაცივით ტრაპიდანვე პირდაპირ რესტორანში წავიდოდი, თვითონვე გავიცინე ამერიკულად. არავინ არ გაიცინა. ხომ ხედავ, შენც არ გეცინება. ცუდადაა ჩემი იუმორის საქმე უკვე (იცინის).

-  იქაურ კლიმატსაც მიეჩვიე?

-  გამიძნელდა ძალიან. მინუს 18-20 გრადუსი იყო ყინვა. გამოპრანჭული ვერ დადიხარ ქუჩაში. მუხლამდე დუტის ქურთუკი უნდა გეცვას, თბილი უგები, ქუდი და შარფი. ერთხელ უქუდოდ გავედი გარეთ და ვიგრძენი, როგორ გამეხვრიტა შუბლი ყინვისგან.

-  ალკოჰოლთან რა დამოკიდებულება აქვთ ამერიკელებს?

-  შაბათ-კვირას მეგობრობენ. მე ვერც შაბათ-კვირას დავუმეგობრდი ალკოჰოლს. იქაურები უცხოპლანეტელს მეძახიან. არ ვსვამ, არ ვეწევი, არც რამე მოსადუნებელ საშუალებას ვიღებ და ისე ვარ "ხოდზე". ახალი წლის ღამეს დიდი კონცერტი გვქონდა. მშვენიერ ხასიათზე ვარ, დავფრინავ, ბედნიერი ვარ ყველაფრით. 8 საათი სცენაზე ვიდექი, ჩამოვედი სცენიდან, მომიახლოვდა ერთი ბიჭი და მეკითხება, რა ნარკოტიკს ხმარობო (იცინის). იქნებ გამიმხილო, მეც მინდაო. რა სამწუხაროა, რომ ვერ გეხმარები-მეთქი, ვუთხარი. ბოლოს მეგობრებთან მლანძღავდა, ბოროტია, არ გამიმხილა რას სვამს, მე ხომ ვეტყოდი, რა შურიანია, რას ნიშნავს, რომ ჩვენიანი არ არისო (იცინის).

-  უკან დასაბრუნებელი ბილეთი უკვე აიღე?

-  კი. 30-ში სოლოკონცერტი მაქვს ფილადელფიაში ქართველებისა და რუსებისთვის. ამ დროისთვის იქ უნდა ვიყო. ხომ ხედავთ, მე იქ ვაგვარებ რუსულ-ქართულ ურთიერთობას, ამერიკულ-ქართულსაც. გეუბნები, ამერიკელებს ვასწავლე "ქართლის ცხოვრება". თუკი ვინმე მკითხავს საიდან ხარო, ვიწყებ, რამდენი საუკუნის ისტორია გვაქვს, რომ თოთხმეტი ორიგინალი ანბანიდან ერთ-ერთი არის ქართული, რომ ჩვენი დამწერლობა გვაქვს, ჩვენი ენა, რომ მართლმადიდებლები ვართ და რომ ქრისტიანი ორთოდოქსები ცხოვრობენ საქართველოში, როგორებიც არიან ბერძნები და რუსები. ერთი სიტყვით, გაზეპირებული მაქვს ეს ტექსტი ლექსივით. პირჯვრის წერას ვასწავლი იქ ჩამოსულ ებრაელებს. ისინი ექვს ადგილას იდებენ ხელს. ამის გამო შეიძლება, ერთხელ კოცონზე დამწვან (იცინის). სადამდეც გამდის, გამდის. მეტროს ვაგონში ცოტა უცნაური შესახედაობის ებრაელები რომ სხედან, თავიანთი წიგნი დააქვთ, გარკვეული საათები აქვთ, რომლის დროსაც აუცილებლად ხმამაღლა უნდა ილოცონ. ეს საათი რომ დაუდგებათ, იღებენ წიგნს, სადაც უნდა იყვნენ და იწყებენ რაც შეიძლება ხმამაღლა კითხვას. რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ჩვენ ადამიანებად არ აღგვიქვამენ. თავიანთი მაღაზიები აქვთ, თავიანთი პოლიცია და სასწრაფო დახმარება ჰყავთ. თავიანთი საჭმელი აქვთ. ჩემთან ერთად საჭმელს არ შეჭამენ იმიტომ, რომ ძაღლი ვარ მათთვის. ეს დამოკიდებულება მაცოფებს. მოკლედ, ამოიღებენ ამ თავის წიგნს ვაგონში და "მირტყამენ" თავში. დიდხანს ვერ მოვითმინე, უკვე ჩემი ლოცვანით დავდივარ. ერთი დღეც არის, უკვე ყელშია ამოსული მათი პარპაში. ვზივარ ვაგონში და წინ ეს "სასტავი" მიზის, ყელზე ჩამოკიდებული ჯვარი გავისწორე, მამისმკვლელი თვალებით ვუყურებ. ამოიღო ერთ-ერთმა თავისი წიგნი, გადაშალა და დაიწყო. მეც გავხსენი ჩემი ხელჩანთა, ამოვიღე ლოცვანი და ხმამაღლა დავიწყე - "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ! წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ". თან ნელ-ნელა ვუმატებ ხმას და თვალებში ვუყურებ ამ "მომხდურთ" (იცინის). პირველივე შემდეგ გაჩერებაზე თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ.

-  ამერიკელ მამაკაცებზე რას იტყვი?

-  არაფრით ჰგვანან ქართველ ბიჭებს, არც ვიზუალურად, არც მენტალიტეტით, არაფრით, რაც მე არ მხიბლავს. მგონია, რომ ყველაზე მაგარი კაცები ქართველები არიან, ვიღაცის გულის მოსაგებად არ ვამბობ ამას. გულწრფელი ვარ. ყველაზე არავაჟკაცური ტიპი საქართველოში ყველაზე ვაჟკაც ამერიკელს სჯობია.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება