რომის პაპი არგენტინელი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა

რომის პაპი არგენტინელი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა

რომის ახალი, რიგით 266-ე პაპი არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა.

ახალი პაპი 76 წლისაა. ის არის პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი. მან თვითონ აირჩია სახელი და ამიერიდან ის, როგორც ფრანსისკ პირველი მოიხსენიება. ფრანსისკ პირველი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან შეკრებილ მრავალათას მორწმუნეს უკვე მიესალმა.

წმინდა პეტრეს ტაძარში, სიქსტის კაპელას ბუხრიდან კვამლი თბილისის დროით 22.00 საათზე გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოებას ამცნო, რომ ახალი პაპი არჩეული იყო. ახალი პაპი კარდინალი-პროტოდიაკონმა ლათინურ ენაზე მიმართვისას დაასახელა.

რომის პაპის არჩევნებში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი - 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი - აშშ-ს. მათ პირველ დღეს კანდიდატის შერჩევა ვერ შეძლეს.

2005 წელს რომის ახალი პაპის არჩევას, როცა საბოლოოდ ბენედიქტ XVI აირჩიეს, ოთხი ეტაპი დასჭირდა. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ამჟამად ახალი პაპის არჩევას უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, ვინაიდან კონკლავს არ ჰყავდა გამოკვეთილი ფავორიტი. თუმცა ახალი პაპის არჩევას ამჯერად კარდინალებმა მხოლოდ ორი დღე მოანდომეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა