გოგა ხაჩიძე: "გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს უკანონო დიასახლისო"

გოგა ხაჩიძე: "გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს უკანონო დიასახლისო"

პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს და უკანონოდ იკავებს იუსტიციის მინისტრის პოსტს.

"ჩართეთ სასიამოვნო, მშვიდი მუსიკა და ისე წაიკითხეთ ეს პოსტი...

ძვირფასო თეა...

აგერ უკვე 140 დღე გავიდა, რაც თქვენ უკანონოდ იკავებთ იუსტიციის მინისტრის პოსტს.

მინიმუმ 2 კანონის კონკრეტულ მოთხოვნას არღვევთ. ესენია: კანონი პროკურატურის შესახებ (მუხლი 31) და კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 50)

მე, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ENA-ს (მამულსაც და სარწმუნოებასაც), თუმცა ის დიპლომი და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც თქვენ, ჩარჩოში ჩასმული წარმოადგინეთ, ცალსახად ადასტურებს, რომ არ გაქვთ უმაღლესი ი უ რ ი დ ი უ ლ ი განათლება.

ძალიან ვაფასებ საფრანგეთის საელჩოს ნატყორცნ ზოგად/განმარტებით, დიპლომატიურ მაშველ რგოლს; ძალიან ვისიამოვნე "საია"-ს მწვად-შამფურა კომენტარით, მაგრამ ეს თქვენს უმაღლეს განათლებას - უმაღლეს იურიდიულ განათლებად ვერ გადააქცევს.

ამ ბოლო დროს, ვუყურებ ხოლმე, თქვენს მიერ, სხვადასხვა საკითხებზე გაკეთებულ კომენტარებს და გული თანაგრძნობით მევსება, თქვენს ფავორიტ ფრაზაზე: "მე, როგორც იუსტიციის მინისტრი".

ხშირად გაიმეორეთ ქ-ნო თეა!.. ეს, დიპლომს ვერა, მაგრამ რწმენას გაგიმტკიცებთ...

უმაღლესი იურიდიული განათლება ხომ თქვენს შემთხვევაში რწმენის საკითხია და არა შემდგარი ფაქტი.

რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან თქვენი მომხრეები?.. რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან თქვენი მოწინააღმდეგეები?...

ერთიც და მეორეც, გულის სიღრმეში მშვენივრად ხვდება, რომ თქვენ, დღეს, მანდ, მოქმედი უკანონობა ხართ...

გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს - უკანონო დიასახლისო...", - წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს