ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე გამგეობის შენობიდან საკაცით გამოიყვანეს

ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე გამგეობის შენობიდან საკაცით გამოიყვანეს

ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის მოადგილე ნოდარ შარაბიძე, რომელიც სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს, გამგეობის შენობიდან საკაცით გამოიყვანეს. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება.

მისივე ინფორმაციით, შარაბიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში წაიყვანა.

ასევე, გამგეობის შენობასთან სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის კიდევ ერთი ბრიგადა მივიდა და მეორე სართულზე ავიდა, სადაც საგამოძიებო სამსახური იმყოფება. ამასთან, ამ დრომდე ხელვაჩაურის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე დაკავებულია, კვლავ შენობაში იმყოფება.

ამ დრომდე ხელვაჩაურის გამგეობაში საგამოძიებო სამსახურის ჯგუფები კვლავ მიდიან.

შარაბიძისა და ლორთქიფანიძის დაკავების შესახებ შს სამინისტრომ ოფიციალურ განცხადება დღეს გაავრცელა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად.

ხელვაჩაურის გამგეობასთან მობილიზებული პოლიციელების რაოდენობა კი, კიდევ უფრო გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ