გამოძახებებზე ექიმების დაგვიანებას, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა პაციენტების მწვავე რესპირატორული დაავადებების ხშირი შემთხვევებით ხსნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, კახა ჩიხრაძემ განუცხადა, სეზონური გრიპის გამო რაოდენობა გაიზარდა და დღე-ღამის განმავლობაში ექიმების გამოძახება 12:00-დან 18:00-მდე გაიზარდა.
როგორც კახა ჩიხრაძე აცხადებს, გამოძახებების პიკი 18:00 საათიდან 02:00 საათამდეა და შესაბამისად, პაციენტთან მისვლა სამედიცინო ბრიგადებს სწორედ ამ დროს უგვიანდებათ.
როგორც კახა ჩიხრაძემ განმარტა, აღნიშნული დროის მონაკვეთში შესაძლებელია სასწრაფო-სამედიცინო დამხარების მოლოდინში ერთდროულად 100 გამოძახება იყოს.
მისივე ინფორმაციით, ერთ საათში უფროს ექიმს 6.4 ლარი ეძლევა, უმცროს ექიმს 5.4 ლარი, ხოლო მძღოლს 4.4 ლარის ანაზღაურება აქვს.
"ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა, რომელთა თქმითაც, როდესაც სასწრაფოს დახმარება დასჭირდათ, ბრიგადებმა საკმაოდ დიდი დროით დაიგვიანეს.