პანტომიმის თეატრმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება. თეატრში ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დაიდგა სპექტაკლები "წმინდა გიორგი", ქრისტე"... ამჯერად პანტომიმის თეატრი შენობის გარეშე დარჩა.. ამ საკითხთან დაკავშირებით პანტომიმის თეატრის დამაარსებელი - ამირან შალიკაშვილი გვესაუბრა.
- ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში ატენიდნენო... ასე გამოვედი ვირი მეც... საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილს თეატრის შენობა ერთ ლარად გამიყიდა. მას მხარს რომ ვუჭერდი, ამას ნუ წამომძახებენ. იგი პრეზიდენტია დღესაც და სამწუხაროდ არსად არ წავა.
- პანტომიმის თეატრი ისედაც მიუხედავ შენობაში იყო...
- ამ ბოლო დროს შენობა კარგი შესახედავი გახდა. თანდათანობით, ჩვენი სახსრებით ვალამაზებდით. დღეს არსებობს ერთი პიროვნება, რომელსაც პლეხანოველები "ზარალას" ეძახიან. მას ეკუთვნის სასტუმრო ყოფილი "ივერია" და რაც კი რამ არის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიაზე. ასეთი ცხოვრება აუწყვია "თავისი შრომით"... ეს შენობაც მან იყიდა და მიამატა საკუთარ "ნაშრომს". პრეზიდენტს რომ უთხრეს თეატრს რა ბედი ელისო, უთქვამს ვინც მთლიანად შენობა იყიდა თეატრსაც ის მიხედავსო... შენობა ერთ ლარად არის გაყიდული და ორი მილიონი ინვესტიცია უნდა ჩადოს ვინც იყიდა. მე კი ჩემ თეატრს მილიარდად ვყიდი. მე ასე მიღირს და თუ ვინმეს ყიდვა უნდა, კიდეც უნდა გადაიხადოს.