აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია კი არ შეუჩერდა, არამედ გაუუქმდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უნივერსიტეტის ადვოკატმა ლილი ბეგიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შეჩერებას კი არა, არამედ ავტორიზაციის შეწყვეტას, ანუ გაუქმებას ნიშნავს.
"შეწყვეტა-გაუქმება ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა", - აღნიშნა ბეგიაშვილმა.
მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი და გზა არის მხოლოდ სასამართლო დავა, რადგან არც განათლების სამინისტროს და არც ავტორიზაციის საბჭოს არ აქვს უფლება, ავტორიზაცია აღუდგინოს აგრარულ უნივერსიტეტს.