ევა ლონგორიამ წონაში მოიმატა

ევა ლონგორიამ წონაში მოიმატა

ჰოლივუდის მსახიობი 37 წლის ევა ლონგორია ბრაზილიაში ისვენებს. პაპარაცებმა ვარსკვლავს ფოტოები კოპაკაბანას სანაპიროზე ნებივრობისას გადაუღეს.

მსახიობს ფეხის გულებზე მასაჟს სიმპათიური მამაკაცი უკეთებდა. ევა მზის გულზე ნებივრობით ტკბებოდა. ლონგორიას ფორთოხლისფერი ნახატებით გაფორმებული თეთრი ბიკინი ეცვა და მთელი დღე მზეზე ირუჯებოდა. ლონგორია ბრაზილიას მეგობარ ქალბატონებთან ერთად სტუმრობს.

ფოტოსურათებიდან ჩანს, რომ ვარსკვლავმა წონაში მოიმატა. მსახიობის ფიგურა აშკარად მოდუნებულია, მუცელზე კი ცელულიტი ეტყობა.

ვარსკვლავმა რიო-დე-ჟანეიროს ღირშესანიშნაობები დაათვალიერა და "ტვიტერის" გვერდზე განათავსა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ექსკურსიისგან საოცარი შთაბეჭდილება მიიღო. ლონგორიას სანაპიროზე გამოჩენამ ბრაზილიელები ძალიან გაახარა. მსახიობი აბეზარი თაყვანისმცემლების ყურადღებით არ გაღიზიანებულა - მათთან ერთად ფოტოსურათებსაც იღებდა და ავტოგრაფებსაც გულუხვად არიგებდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება