სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თომას დე ვაალი - საქართველოსკენ ყურებისას ბევრი სომეხი, აზერბაიჯანი და რუსი დემოკრატიის ცუდ რეკლამას ხედავს
 თომას დე ვაალი - საქართველოსკენ ყურებისას ბევრი სომეხი, აზერბაიჯანი და რუსი დემოკრატიის ცუდ რეკლამას ხედავს

გა­მო­ცე­მა Foreign Policy აქ­ვეყ­ნებს თო­მას დე ვა­ა­ლის სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "პო­ლი­ტი­კუ­რი რყე­ვე­ბი კავ­კა­სი­ა­ში". სტა­ტი­ის ავ­ტო­რი კავ­კა­სი­ის სამ რე­გი­ონ­ში: სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორ გა­ნა­ახ­ლებთ სახ­ლს, როცა ხალ­ხი სა­ძირ­კველს არ­ყევს? - ასე­თი კი­თხვით იწყე­ბა თო­მას დე ვა­ა­ლის სტა­ტია, რო­მე­ლიც წერს, რომ ეს კი­თხვა დგას რო­გორც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის რუ­სე­თის, ისე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სამი ქვეყ­ნის - სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე. თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში, მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მი უპი­რის­პირ­დე­ბო­და ან უპი­რის­პირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტის გა­ნახ­ლე­ბულ ფორ­მებს.

რო­გორც თო­მას დე ვა­ა­ლი აღ­ნიშ­ნავს, 1990-იან წლებ­ში თი­თო­ე­ულ ამ ქვე­ყა­ნას დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე ჩან­და, თით­ქოს ხალ­ხმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბი­სად­მი რწმე­ნა და­კარ­გა და კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და, აე­ტა­ნა ნე­ბის­მი­ე­რი მმარ­თვე­ლი, ვინც თუნ­დაც მცი­რე სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი­ას მის­ცემ­და. ახლა საქ­მე სხვაგ­ვა­რად არის- უმოქ­მე­დო­ბის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა ისევ დაბ­რუნ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა დათ­მო გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად მის­თვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ დას­რულ­და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს­კენ ყუ­რე­ბი­სას, - წერს თო­მას დე ვა­ა­ლი, - ბევ­რი სო­მე­ხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და რუსი დე­მოკ­რა­ტი­ის ცუდ რეკ­ლა­მას ხე­დავს. გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ქარ­თვე­ლებ­მა ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, რო­მელ­შიც მმარ­თვე­ლი პარ­ტია პირ­ვე­ლად და­მარ­ცხდა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ვი­და ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ის - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­ში, რო­მელ­საც მი­ლი­არ­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უდ­გას სა­თა­ვე­ში. მას მერე, ქვე­ყა­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­სა და პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის არ­სე­ბულ მტკივ­ნე­ულ "კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­შია". სა­ა­კაშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო პოსტს ოქ­ტომ­ბერ­ში და­ტო­ვებს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი დღე თა­ვი­სე­ბუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ლოდ­რა­მის მომ­ტა­ნია: ორ­მხრი­ვი ბრალ­დე­ბე­ბის, სა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­კი­თხებ­ზე ვაჭ­რო­ბის, უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბი­სად­მი დე­მარ­შის, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბე­ბი­სა და ქუ­ჩა­ში და­პი­რის­პი­რე­ბი­საც კი, როცა პრე­ზი­დენ­ტი სი­ტყვით გა­მოს­ვლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

ქვეყ­ნის შიგ­ნით კი, - წერს თო­მას დე ვა­ა­ლი, - გან­წყო­ბა არც ისე ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რია, რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ. "იუს­ტი­ცი­ის შთამ­ბეჭ­დავ­მა ახალ­მა მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მი­თხრა, რომ წინა მი­ნის­ტრის დროს მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 98% შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. გარ­და ამი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ელი­ტა გან­ზე გად­გა, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და სულ უფრო შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გახ­და. ქარ­თვე­ლი მზად იყ­ვნენ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც თო­მას დე ვა­ა­ლი აღ­ნიშ­ნავს, ახალ მთავ­რო­ბას ჯე­რაც არ მო­უ­კი­დია ხელი ბევ­რი სა­კი­თხის­თვის და ეკო­ნო­მი­კა ცუ­დად ვი­თარ­დე­ბა. თუმ­ცა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა ქვე­ყა­ნას მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ბევ­რი გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს - ისე­თი, რო­გო­რიც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, ფა­რუ­ლი მო­ნო­პო­ლია და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­კი­თხია. სა­ქარ­თვე­ლოს ისე­თი­ვე სტრუქ­ტუ­რუ­ლი დე­ფი­ცი­ტი აქვს, რო­გორც მის პოსტსაბ­ჭო­თა მე­ზობ­ლებს - კონ­ტრო­ლი­სა და ბა­ლან­სის ქრო­ნი­კუ­ლი ნაკ­ლე­ბო­ბა. ამ სა­კი­თხში ივა­ნიშ­ვილს ცუდი სას­ტარ­ტო პო­ზი­ცი­ე­ბი ჰქონ­და. მაგ­რამ, თუ მისი მთავ­რო­ბა თავს აა­რი­დებს ზო­გი­ერთ ძი­რი­თად პრობ­ლე­მას, სა­ქარ­თვე­ლოს ჯერ კი­დევ შე­უძ­ლია, იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

თო­მას დე ვა­ა­ლი აღ­ნიშ­ნავს - ზო­გი­ერთ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არა­ფერს გა­ა­კე­თებს. ასე მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მისი მთავ­რო­ბა არ ჩა­ე­რე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვან ამ­ბებს გვთა­ვა­ზო­ბენ. თუ ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი­ვე გეგ­მით იმოქ­მე­დებს - გა­და­ა­ხა­ლი­სოს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა, შექ­მნას 300 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და და­ამ­ყა­როს რე­გი­ო­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რი­თაც მძი­მე დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს თბი­ლი­სის პატ­რი­არ­ქა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს მყი­ფე დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის უდი­დე­სი ტეს­ტი ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, - აღ­ნიშ­ნავს თო­მას დე ვა­ა­ლი. - ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი კვლა­ვაც სა­ხელ­მწი­ფოს თავ­კა­ცი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა შემ­ცი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­პირ­წო­ნე იქ­ნე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ურ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი - ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა თუ ნაკ­ლებ შე­სამ­ჩნე­ვი ფი­გუ­რა - კი­დევ ერთი ინ­დი­კა­ტო­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა. ივა­ნიშ­ვილ­მა უკვე გა­მო­უ­ცხა­და საყ­ვე­დუ­რი ად­რე­ულ ფა­ვო­რიტს (გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლე­თი­სას), თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, რო­მე­ლიც ვიცე-პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან გა­და­ა­ყე­ნა მას შემ­დეგ, რაც ალა­სა­ნი­ამ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. ივა­ნიშ­ვი­ლის ზო­გი­ერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი იმის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაც გა­მო­დის, რომ პრე­ზი­დენ­ტი არა ხალ­ხმა, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტმა აირ­ჩი­ოს, რაც უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

"რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა ქა­ო­ტუ­რი და დრა­მა­ტუ­ლია, თუმ­ცა კი­დევ უფრო უა­რე­სია მისი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. უმ­ჯო­ბე­სია, მწვა­ვე დე­ბა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტში ან ტე­ლე­ვი­ზი­ით ვი­ხი­ლოთ, ვიდ­რე ქუ­ჩებ­ში. რო­გორც ჩანს, ქვე­ყა­ნა ის­წრაფ­ვის ნა­სიმ ტა­ლე­ბის თე­ო­რი­ის "ანტი-სიმ­ყი­ფის" მიღ­წე­ვის­კენ ("შავი გედი" - ნა­სიმ ტა­ლე­ბი). რამ­დე­ნა­დაც მე­ზო­ბე­ლი ლი­დე­რე­ბი ფეხ­ქვეშ უფრო მყა­რი ნი­ა­და­გის­კენ იცქი­რე­ბი­ან, მათ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა ჯერ კი­დევ წინ აქვს", - ნათ­ქვა­მია Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თო­მას დე ვა­ა­ლის სტა­ტი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თომას დე ვაალი - საქართველოსკენ ყურებისას ბევრი სომეხი, აზერბაიჯანი და რუსი დემოკრატიის ცუდ რეკლამას ხედავს

 თომას დე ვაალი - საქართველოსკენ ყურებისას ბევრი სომეხი, აზერბაიჯანი და რუსი დემოკრატიის ცუდ რეკლამას ხედავს

გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს თომას დე ვაალის სტატიას სათაურით - "პოლიტიკური რყევები კავკასიაში". სტატიის ავტორი კავკასიის სამ რეგიონში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

როგორ განაახლებთ სახლს, როცა ხალხი საძირკველს არყევს? - ასეთი კითხვით იწყება თომას დე ვაალის სტატია, რომელიც წერს, რომ ეს კითხვა დგას როგორც ვლადიმერ პუტინის რუსეთის, ისე სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წინაშე. თითოეულ მათგანში, მმართველი რეჟიმი უპირისპირდებოდა ან უპირისპირდება საზოგადოებრივი პროტესტის განახლებულ ფორმებს.

როგორც თომას დე ვაალი აღნიშნავს, 1990-იან წლებში თითოეულ ამ ქვეყანას დიდი პოლიტიკური ტურბულენტურობის გამოცდილება აქვს, თუმცა წლების განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს ხალხმა საზოგადოებრივი ჩართულობისადმი რწმენა დაკარგა და კმაყოფილდებოდა, აეტანა ნებისმიერი მმართველი, ვინც თუნდაც მცირე სტაბილურობის გარანტიას მისცემდა. ახლა საქმე სხვაგვარად არის- უმოქმედობის გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება ისევ დაბრუნდა.

საქართველოში, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება დათმო გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც მოულოდნელად მისთვის საწინააღმდეგოდ დასრულდა, მიუხედავად ამისა, ის პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს.

საქართველოსკენ ყურებისას, - წერს თომას დე ვაალი, - ბევრი სომეხი, აზერბაიჯანი და რუსი დემოკრატიის ცუდ რეკლამას ხედავს. გასული წლის ოქტომბერში ქართველებმა ისტორიული არჩევნები ჩაატარეს, რომელშიც მმართველი პარტია პირველად დამარცხდა და ძალაუფლება მშვიდობიანად გადავიდა ოპოზიციური კოალიციის - "ქართული ოცნების" ხელში, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. მას მერე, ქვეყანა ივანიშვილის მთავრობასა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის არსებულ მტკივნეულ "კოჰაბიტაციაშია". სააკაშვილი საპრეზიდენტო პოსტს ოქტომბერში დატოვებს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ყოველი დღე თავისებური პოლიტიკური მელოდრამის მომტანია: ორმხრივი ბრალდებების, საკონსტიტუციური საკითხებზე ვაჭრობის, უცხოელი ვიზიტორებისადმი დემარშის, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებისა და ქუჩაში დაპირისპირებისაც კი, როცა პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა.

ქვეყნის შიგნით კი, - წერს თომას დე ვაალი, - განწყობა არც ისე ტურბულენტურია, როგორც ვარაუდობენ. "იუსტიციის შთამბეჭდავმა ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა მითხრა, რომ წინა მინისტრის დროს მომუშავე თანამშრომლების 98% შეინარჩუნა. გარდა ამისა, სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ელიტა განზე გადგა, უპასუხისმგებლო და სულ უფრო შეურაცხმყოფელი გახდა. ქართველი მზად იყვნენ ცვლილებებისთვის", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც თომას დე ვაალი აღნიშნავს, ახალ მთავრობას ჯერაც არ მოუკიდია ხელი ბევრი საკითხისთვის და ეკონომიკა ცუდად ვითარდება. თუმცა, ძალაუფლების ცვლილება ქვეყანას მისცემს საშუალებას, ბევრი გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდეს - ისეთი, როგორიც სასამართლო სისტემა, ფარული მონოპოლია და სოფლის მეურნეობის საკითხია. საქართველოს ისეთივე სტრუქტურული დეფიციტი აქვს, როგორც მის პოსტსაბჭოთა მეზობლებს - კონტროლისა და ბალანსის ქრონიკული ნაკლებობა. ამ საკითხში ივანიშვილს ცუდი სასტარტო პოზიციები ჰქონდა. მაგრამ, თუ მისი მთავრობა თავს აარიდებს ზოგიერთ ძირითად პრობლემას, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია, იყოს წარმატებული.

თომას დე ვაალი აღნიშნავს - ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნება, თუ ივანიშვილი საერთოდ არაფერს გააკეთებს. ასე მაგალითად, ძალიან კარგი იქნება, თუ მისი მთავრობა არ ჩაერევა საქართველოს სატელევიზიო არხების მუშაობაში, რომლებიც არჩევნების შემდეგ უფრო მრავალფეროვან ამბებს გვთავაზობენ. თუ ივანიშვილი თავისივე გეგმით იმოქმედებს - გადაახალისოს ადგილობრივი თვითმმართველობა, შექმნას 300 მუნიციპალიტეტი და დაამყაროს რეგიონული დემოკრატია საქართველოში, რითაც მძიმე დარტყმას მიაყენებს თბილისის პატრიარქალურ ხელისუფლებას.

საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის უდიდესი ტესტი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, - აღნიშნავს თომას დე ვაალი. - ახალი პრეზიდენტი კვლავაც სახელმწიფოს თავკაცი იქნება, თუმცა შემცირებული ძალაუფლებით. მიუხედავად ამისა, ის პრემიერ-მინისტრის საპირწონე იქნება. ივანიშვილის შეურჩეული კანდიდატი - ძლიერი, დამოუკიდებელი პიროვნება თუ ნაკლებ შესამჩნევი ფიგურა - კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საქართველოს დემოკრატიისა. ივანიშვილმა უკვე გამოუცხადა საყვედური ადრეულ ფავორიტს (განსაკუთრებით დასავლეთისას), თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, რომელიც ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადააყენა მას შემდეგ, რაც ალასანიამ გადაჭარბებული დამოუკიდებლობის ნიშნები გამოამჟღავნა. ივანიშვილის ზოგიერთი მხარდამჭერი იმის ინიციატივითაც გამოდის, რომ პრეზიდენტი არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩიოს, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"რა თქმა უნდა, ქართული პოლიტიკა ქაოტური და დრამატულია, თუმცა კიდევ უფრო უარესია მისი ალტერნატივა. უმჯობესია, მწვავე დებატები პარლამენტში ან ტელევიზიით ვიხილოთ, ვიდრე ქუჩებში. როგორც ჩანს, ქვეყანა ისწრაფვის ნასიმ ტალების თეორიის "ანტი-სიმყიფის" მიღწევისკენ ("შავი გედი" - ნასიმ ტალები). რამდენადაც მეზობელი ლიდერები ფეხქვეშ უფრო მყარი ნიადაგისკენ იცქირებიან, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს ბევრი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ აქვს", - ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ თომას დე ვაალის სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა