სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჯეიმს ფრანკო "ოსკარების" ახალი წამყვანის საიდუმლოებები
ჯეიმს ფრანკო "ოსკარების" ახალი წამყვანის საიდუმლოებები

წლე­ვან­დე­ლი "ოს­კა­რის" გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია ბევ­რი რა­მით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლამ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღ­ნიშ­ნა, რომ წელს მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი წყვი­ლი უძღვე­ბო­და ენ ჰე­თე­ვე­ი­სა და ჯე­იმს ფრან­კოს სა­ხით. ენ ჰე­თე­ვე­ი­ზე არა­ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია და მა­ყუ­რე­ბე­ლი მას კარ­გად იც­ნობს, ჯე­იმს ფრან­კო კი შე­და­რე­ბით უც­ნო­ბია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

ჯე­იმს ფრან­კომ წელს მარ­თლაც გა­იბრწყი­ნა. ცე­რე­მო­ნი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე ენ ჰე­თე­ვე­იმ აღი­ა­რა, რომ მხო­ლოდ ჯე­იმ­სის გამო და­თან­ხმდა შოუს წაყ­ვა­ნას, რად­გან მისი დიდი იმე­დი ჰქონ­და. მო­ლო­დინ­მა მარ­თლაც გა­ა­მარ­თლა, მათ ერ­თად კარ­გი შოუ შექ­მნეს. გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ქა­ლის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ფრან­კო, რო­მე­ლიც ჩარ­ლი შინს ეკეკ­ლუ­ცე­ბო­და.

ჯე­იმს ფრან­კო მრა­ვალ­მხრი­ვი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია - მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის­ტი, პრო­დი­უ­სე­რი, მხატ­ვა­რი. 1978 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, მწერ­ლი­სა და რე­დაქ­ტო­რის ოჯახ­ში. მა­მა­მისს პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი და შვე­დუ­რი ფეს­ვე­ბი აქვს, დედა კი რუსი ებ­რა­ე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლო­ბით, თუმ­ცა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გამო სწავ­ლა მალე მი­ა­ტო­ვა.

კა­რი­ე­რა 1990-იან წლებ­ში და­ი­წყო, სე­რი­ა­ლით "სუ­ლე­ლე­ბი" და რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდულ ფილმშიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 2001 წელს ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლიც ჰქონ­და მარკ რე­ი­დე­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილმში, რის­თვი­საც "ოქ­როს გლო­ბუ­სიც" და­იმ­სა­ხუ­რა.

2000 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და გარი ოს­ბორ­ნის რო­ლით "ადა­მი­ა­ნი ობო­ბას" ტრი­ლო­გი­ი­დან. მერე იყო "დიდი რე­ი­დი", "ტრის­ტა­ნი და იზოლ­და"... 2008 წელს შონ პენ­თან ერ­თად ითა­მა­შა ბი­ოგ­რა­ფი­ულ სუ­რათ­ში "ჰარ­ვი მილ­კი", რის­თვი­საც, რო­გორც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სოდ შემ­სრუ­ლე­ბელს, მი­ე­ნი­ჭა ჯილ­დო "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სული".

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

2008 წელს ფრან­კომ მა­ინც და­ას­რუ­ლა გა­ნათ­ლე­ბა და ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხიც მი­ი­ღო. შემ­დეგ მა­გის­ტრა­ტუ­რა­შიც ის­წავ­ლა კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და დღე­საც სწავ­ლობს - ნიუ-იორ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში ფილ­მის წარ­მო­ე­ბას შე­ის­წავ­ლის.

გარ­და ამი­სა, ფერ­წე­რით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

2008 წელს Gucci-ს ახა­ლი პარ­ფი­უ­მე­რი­უ­ლი ხა­ზის სახე გახ­და. სწო­რედ ამ დროს გა­ა­ცხა­და ერთი ფაქ­ტი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­დან: თურ­მე უფ­როს კლა­სებ­ში წვრილ­მა­ნი ქურ­დო­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს - მე­გობ­რებ­თან ერ­თად მა­ღა­ზი­ა­ში ოდე­კო­ლონს იპა­რავ­და და სკო­ლა­ში ყიდ­და. სწო­რედ ბე­დის ირო­ნი­ით გახ­და უკვე ზრდას­რუ­ლი ოდე­კო­ლო­ნის სახე...

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს - 2006 წლი­დან ხვდე­ბა მსა­ხი­ობ ჰანა ორე­ი­ლის, თუმ­ცა მათი კავ­ში­რი ჯერ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რია და რო­გორც ფრან­კო ამ­ბობს, წყვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბას არც ჩქა­რობს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჯეიმს ფრანკო "ოსკარების" ახალი წამყვანის საიდუმლოებები

ჯეიმს ფრანკო "ოსკარების" ახალი წამყვანის საიდუმლოებები

წლევანდელი "ოსკარის" გადაცემის ცერემონია ბევრი რამით იყო გამორჩეული, თუმცა ყველამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ წელს მას შესანიშნავი წყვილი უძღვებოდა ენ ჰეთევეისა და ჯეიმს ფრანკოს სახით. ენ ჰეთევეიზე არაერთხელ დაგვიწერია და მაყურებელი მას კარგად იცნობს, ჯეიმს ფრანკო კი შედარებით უცნობია ფართო საზოგადოებისთვის.

ჯეიმს ფრანკომ წელს მართლაც გაიბრწყინა. ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე ენ ჰეთევეიმ აღიარა, რომ მხოლოდ ჯეიმსის გამო დათანხმდა შოუს წაყვანას, რადგან მისი დიდი იმედი ჰქონდა. მოლოდინმა მართლაც გაამართლა, მათ ერთად კარგი შოუ შექმნეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქალის სამოსში გამოწყობილი ფრანკო, რომელიც ჩარლი შინს ეკეკლუცებოდა.

ჯეიმს ფრანკო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია - მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი. 1978 წელს არის დაბადებული კალიფორნიაში, მწერლისა და რედაქტორის ოჯახში. მამამისს პორტუგალიური და შვედური ფესვები აქვს, დედა კი რუსი ებრაელების შთამომავალია.

სკოლის დამთავრების შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩააბარა ინგლისური ენის სპეციალობით, თუმცა სამსახიობო კარიერის გამო სწავლა მალე მიატოვა.

კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო, სერიალით "სულელები" და რამდენიმე ახალგაზრდულ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა. 2001 წელს ერთ-ერთი მთავარი როლიც ჰქონდა მარკ რეიდელის ბიოგრაფიულ სატელევიზიო ფილმში, რისთვისაც "ოქროს გლობუსიც" დაიმსახურა.

2000 წელს ცნობილი გახდა გარი ოსბორნის როლით "ადამიანი ობობას" ტრილოგიიდან. მერე იყო "დიდი რეიდი", "ტრისტანი და იზოლდა"... 2008 წელს შონ პენთან ერთად ითამაშა ბიოგრაფიულ სურათში "ჰარვი მილკი", რისთვისაც, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შემსრულებელს, მიენიჭა ჯილდო "დამოუკიდებელი სული".

პირადი ცხოვრება

2008 წელს ფრანკომ მაინც დაასრულა განათლება და ინგლისური ენის სპეციალობაში ბაკალავრის ხარისხიც მიიღო. შემდეგ მაგისტრატურაშიც ისწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში და დღესაც სწავლობს - ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში ფილმის წარმოებას შეისწავლის.

გარდა ამისა, ფერწერით არის გატაცებული.

2008 წელს Gucci-ს ახალი პარფიუმერიული ხაზის სახე გახდა. სწორედ ამ დროს გააცხადა ერთი ფაქტი პირადი ცხოვრებიდან: თურმე უფროს კლასებში წვრილმანი ქურდობისთვის დააპატიმრეს - მეგობრებთან ერთად მაღაზიაში ოდეკოლონს იპარავდა და სკოლაში ყიდდა. სწორედ ბედის ირონიით გახდა უკვე ზრდასრული ოდეკოლონის სახე...

რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს - 2006 წლიდან ხვდება მსახიობ ჰანა ორეილის, თუმცა მათი კავშირი ჯერ არაოფიციალურია და როგორც ფრანკო ამბობს, წყვილი დაქორწინებას არც ჩქარობს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება