პარტნიორები:

    უკრაინიდან უხარისხო ჯავშანჟილეტების შეძენის საქმეში ოლეგ მელნიკოვი ფიგურირებს

    უკრაინიდან უხარისხო ჯავშანჟილეტების შეძენის საქმეში ოლეგ მელნიკოვი ფიგურირებს

    უკრაინიდან უხარისხო ჯავშანჟილეტების შეძენის საქმეში ოლეგ მელნიკოვის გვარი ფიგურირებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ვაკო ავალიანმა განაცხადა.

    "თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციიის მიერ მოკვლეული მასალით ირკვევა, რომ 2009 წლის დეკემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მუშაკის, ოლეგ მელნიკოვის თაოსნობით, იარაღის მაღაზიის დაცვის რიგითი თანამშრომლის სახელზე გადაფორმებულ შპს "ტრეიდ ალიანს ჯგუფთან" საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება 1 650 000 დოლარის ღირებულების 3 ათასი ჯავშანჟილეტის მიწოდებაზე და ამავე წელს კომპანიის ანგარიშზე ავანსად ჩაირიცხა 2 821 056 ლარი", - განაცხადა ავალიანმა.

    ჯავშანჟილეტების საქმეზე მოკვლევა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა. საქმე მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნება.

    "ინტერპრესნიუსი"

    "ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

    83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

    "დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე