ირაკლი ოქრუაშვილი ტყუპ გოგონებს ელოდება

ირაკლი ოქრუაშვილი ტყუპ გოგონებს ელოდება

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტყუპს ელოდება. "ამბები.გე"-ს ინფორმაციით, თუ პარიზული ექოსკოპია არ ცდება, აპრილში ოქრუაშვილი ტყუპი გოგონების მამა გახდება.

ბავშვები პარიზში გაჩნდებიან, რის შემდეგაც ოქრუაშვილების ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად, სავარაუდოდ, საბოლოოდ გადმოვა.

ირაკლი ოქრუაშვილს ამჟამად 2 შვილი ჰყავს - მია და ანდრია. უფროსი მია, როგორც ამბობენ, საკმაოდ ჭკვიანია და უკვე ოთხ ენაზე საუბრობს. ანდრია კი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტდევნილობის პერიოდში საფრანგეთში დაიბადა, გარეგნულად მამას ძალიან ჰგავს.

ანდრია და მია ამჟამად საქართველოში იმყოფებიან. არდადეგებზე ისინი სამშობლოში მამამ ორი კვირით ჩამოიყვანა. ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე ირინა გორდელაძე პროფესიით იურისტია.

ხათუნა გაგნიძე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"