"ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძე ლელა მებურიშვილმა შეცვალა

"ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძე ლელა მებურიშვილმა შეცვალა

ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა. ერთ-ერთ ინტერვიუში ნინოს ვკითხეთ, მართალი იყო თუ არა, რომ თითქოს რეჟისორს ჰონორარის გაზრდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიალიდან წასვლით დაიმუქრა. მაშინ მსახიობმა განაცხადა, რომ ეს სიცრუე იყო:

- რა სისულელეა, ვინ აყენებს ბოლო ეპიზოდის გადაღების დროს მსგავს პირობებს? როგორც წესი, მსახიობთან მოლაპარაკება ფილმის გადაღებამდე წყდება. ჩემი გმირი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია და არა მგონია, სერიალიდან დაითხოვონ, თუმცა არ ვიცი, უფროსები რას გადაწყვეტენ. ყველაფერი მოსალოდნელია.

მიუხედავად ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა სერიალი მაინც დატოვა და უკმაყოფილების მიზეზი ისევ და ისევ ანაზღაურება გახდა. მისი თქმით, ფილმის გადაღება სამი კვირა გაგრძელდა, აქედან მის გმირს 15 დღის განმავლობაში იღებდნენ და მხოლოდ სამი ათასი ლარი აიღო, რაც დღეში ორასი ლარია, როცა მსახიობები ერთ რეკლამაში სამასიდან ხუთას დოლარამდე იღებენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება