ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების ექსპლუატაციაში მრჩევლები დაეხმარებიან

ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების ექსპლუატაციაში მრჩევლები დაეხმარებიან

კახეთის ყველა მუნციპალიტეტში მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამრჩევლო ე.წ ექსტენციის სამსახურების შექმნა, რომლებიც დაინტერესებულ ფერმერს საჭირო სახის კონსულტაციას გაუწევს. ფერმერები სამრჩევლოების შექმნას მიესალმებიან. სოფლის მეურნეობის ექსპერტი დავით თამარაშვილი კი მიიჩნევს, რომ მარტო სახელმწიფოს იმედად ყოფნა გლეხს სარგებელს ვერ მოუტანს და ცოდნის მიღების გარეშე სოფლის მეურნეობის სფეროში წარმატებას ვერ მიაღწევს, ამაში კი ვერავინ მიეხმარება, თუ თვითონ არ დაინტერესდა ახალი ტექნოლოგიებით.

"დღეს გლეხს ძალიან უჭირს ფული და ახალი ტექნოლოგიების ათვისება-დანერგვა საკუთარ მეურნეობაში, ამიტომ აუცილებელია, მათ გაიღრმავონ ცოდნა და პრაქტიკაში გონივრულად გამოიყენონ. ექსტენციის სამსახურები შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია, მაგრამ თუკი რომელიმე მრჩეველი ფერმერს არასწორად გაუწევს კონსულტაციას, ფერმერიც და სოფლის მეურნეობის სამინისტროც დაზარალდება. აუცილებელია კონსულტანტების ობიექტური შერჩევა და მათი ცოდნის განახლება", - აღნიშნავს ექსპერტი დავით თამარაშვილი.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა