სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორი იქნება ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის შვილი
როგორი იქნება ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის შვილი

მას შემ­დეგ, რაც კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია ქე­ი­თის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ გან­სა­ზღვრონ, გა­რეგ­ნუ­ლად რო­გო­რი იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი მემ­კვიდ­რე.

სამ­ხრეთ აფ­რი­კელ­მა გე­ნე­ტი­კოს­მა სუ­რე­ტა ერაზ­მუს­მა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და ილუსტრა­ცი­ე­ბიც წარ­მო­ად­გი­ნა. კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბავ­შვი მა­მის ხა­ზით პრინ­ცე­სა დი­ა­ნას და­ემ­სგავ­სე­ბა, რად­გან თა­ვად პრინ­ცი დე­და­მისს ძა­ლი­ან ჰგავს.

ერაზ­მუ­სი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თუ გო­გო­ნა და­ი­ბა­დე­ბა, იგი დე­დის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს მი­ი­ღებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით (ხშირ წამ­წა­მებ­სა და წარ­ბე­ბის ფორ­მას), მაგ­რამ თვა­ლე­ბი მა­მა­სა­ვით ცის­ფე­რი ექ­ნე­ბა. თუ ბიჭი და­ი­ბა­დე­ბა, სიყ­მაწ­ვი­ლე­ში მა­მას შე­სამ­ჩნე­ვად და­ემ­სგავ­სე­ბა. მას უი­ლი­ა­მის ნი­კა­პის, პი­რი­სა და კბი­ლე­ბის ფორ­მა ექ­ნე­ბა. მაგ­რამ გე­ნე­ტი­კო­სი ვა­რა­უ­დობს, რომ ბავ­შვი დე­დის მუქ თმას იმემ­კვიდ­რებს.

სუ­რე­ტა ერაზ­მუს­მა ბრი­ტა­ნე­თის ტახ­ტის მემ­კვიდ­რის გა­რეგ­ნო­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი წარ­მო­ად­გი­ნა, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­გა­ნი ორი­ვე მშო­ბელს ძა­ლი­ან ჰგავს.

ქეით მიდლტო­ნის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში გახ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია focus.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორი იქნება ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის შვილი

როგორი იქნება ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის შვილი

მას შემდეგ, რაც კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითის ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი, მეცნიერები ცდილობენ განსაზღვრონ, გარეგნულად როგორი იქნება მომავალი მემკვიდრე.

სამხრეთ აფრიკელმა გენეტიკოსმა სურეტა ერაზმუსმა კვლევა ჩაატარა და ილუსტრაციებიც წარმოადგინა. კვლევის თანახმად, ბავშვი მამის ხაზით პრინცესა დიანას დაემსგავსება, რადგან თავად პრინცი დედამისს ძალიან ჰგავს.

ერაზმუსი ირწმუნება, რომ თუ გოგონა დაიბადება, იგი დედის მახასიათებლებს მიიღებს მემკვიდრეობით (ხშირ წამწამებსა და წარბების ფორმას), მაგრამ თვალები მამასავით ცისფერი ექნება. თუ ბიჭი დაიბადება, სიყმაწვილეში მამას შესამჩნევად დაემსგავსება. მას უილიამის ნიკაპის, პირისა და კბილების ფორმა ექნება. მაგრამ გენეტიკოსი ვარაუდობს, რომ ბავშვი დედის მუქ თმას იმემკვიდრებს.

სურეტა ერაზმუსმა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის გარეგნობის რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, მაგრამ ყველა მათგანი ორივე მშობელს ძალიან ჰგავს.

ქეით მიდლტონის ორსულობის შესახებ ცნობილი დეკემბრის დასაწყისში გახდა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს