მეთიუ ფოქსი საშინლად გახდა

მეთიუ ფოქსი საშინლად გახდა

მეთიუ ფოქსი საშინლად გახდა. პაპარაცებმა მსახიობი რამდენიმე დღის წინ გადაიღეს. ვარსკვლავი, რომელიც სერიალ "დაკარგულებში" მონაწილეობისას, თავს ნავარჯიშები სხეულითა და კუნთებით იწონებდა, უკვე ძნელად საცნობია.

ცნობილია, რომ მეთიუს ჯანმრთელობასთან პრობლემები არ აქვს. ვარსკვლავმა წონაში ახალი ფილმისთვის World War Z-სთვის დაიკლო. მსახიობი როლის შესაფერისი წონის მისაღწევად თავდაუზოგავად შრომობდა, ვარჯიშობდა და დიეტებს იცავდა.

"არ მინდა, რომ წონაში არაჯანსაღი ხერხებით დავიკლო, მაგრამ არ ვიცი არცერთი ჯანსაღი გზა ამის მისაღწევად. წავიკითხე, რომ ადრე როლისთვის კრისტიან ბეილი მკაცრ დიეტას იცავდა. მთელი თვის განმავლობაში დღეში მხოლოდ ერთ ვაშლს ჭამდა. ეს ნამდვილად არაა კარგი ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა მეთიუ ფოქსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება