სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიხეილ სააკაშვილი - "ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, გააცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელობას"
მიხეილ სააკაშვილი - "ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, გააცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელობას"

ვფიქ­რობ, ვინც არ უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, გა­აც­ნო­ბი­ე­რებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბა­ქო­ში, ილ­ჰამ ალი­ევ­თან გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პრაქ­ტი­კუ­ლად მშობ­ლი­ურ ბა­ქო­ში ყოფ­ნა ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის­თვის დიდი პა­ტი­ვია. "ის არა მხო­ლოდ ერთ-ერთი რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრია, არა­მედ ერთ-ერ­თია მსოფ­ლი­ოს შე­სა­ნიშ­ნავ და სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქებს შო­რის", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ქო­ში ილ­ჰამ ალი­ე­ვის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ვი­ზი­ტი გა­იხ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ არ ეგუ­ლე­ბა არც ერთი ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის უფრო დიდი და მდი­და­რიც კი, რო­მე­ლიც ისე­თი ტემ­პე­ბით ვი­თარ­დე­ბო­დეს, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი.

"ვფიქ­რობ, ეს თქვე­ნი და თქვე­ნი ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რა თქმა უნდა, ეს არა მხო­ლოდ ჩემი და ჩემი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს და რე­გი­ო­ნის მო­აზ­როვ­ნე და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­საც იმ­სა­ხუ­რებს. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად აზერ­ბა­ი­ჯან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ვფიქ­რობ, ვინც არ უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, გა­აც­ნო­ბი­ე­რებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ვერ შეძ­ლებს, არ გა­აგ­რძე­ლოს კურ­სი, რო­მე­ლიც და­წყე­ბუ­ლი იყო. ეს კურ­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია იმის­გან, ვინ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ეს არის ორი ერის კურ­სი, რო­მელ­საც არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, გან­ვი­თა­რე­ბის სხვა ვა­რი­ან­ტი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის გარ­და უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ბიზ­ნე­სის, მთავ­რო­ბე­ბის, პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ-მინ­სიტ­რის დო­ნე­ზე", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი ბა­ქო­ში დღეს და­ი­წყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიხეილ სააკაშვილი - "ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, გააცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელობას"

მიხეილ სააკაშვილი - "ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, გააცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელობას"

ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, გააცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში, ილჰამ ალიევთან გაფართოებული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, პრაქტიკულად მშობლიურ ბაქოში ყოფნა ქართული დელეგაციისთვის დიდი პატივია. "ის არა მხოლოდ ერთ-ერთი რეგიონული ცენტრია, არამედ ერთ-ერთია მსოფლიოს შესანიშნავ და საინტერესო ქალაქებს შორის", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ილჰამ ალიევის ინაუგურაციაზე ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ არ ეგულება არც ერთი ქვეყანა, მათ შორის უფრო დიდი და მდიდარიც კი, რომელიც ისეთი ტემპებით ვითარდებოდეს, როგორც აზერბაიჯანი.

"ვფიქრობ, ეს თქვენი და თქვენი ხალხის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების, არამედ მსოფლიოს და რეგიონის მოაზროვნე და ინფორმირებული ნაწილის აღფრთოვანებასაც იმსახურებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, გააცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელობას და ვერ შეძლებს, არ გააგრძელოს კურსი, რომელიც დაწყებული იყო. ეს კურსი დამოუკიდებელია იმისგან, ვინ არის ხელისუფლებაში. ეს არის ორი ერის კურსი, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა, განვითარების სხვა ვარიანტი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გარდა უბრალო მოქალაქეების, ბიზნესის, მთავრობების, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინსიტრის დონეზე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ბაქოში დღეს დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა