გედევან ფოფხაძემ საკრებულოს წევრს შუბლი გაუტეხა?

გედევან ფოფხაძემ საკრებულოს წევრს  შუბლი გაუტეხა?

ბორჯომში, რიგგარეშედ დანიშნულ საკრებულოს სხდომას, დღის პირველ ნახევარში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, საღამოს კი ბორჯომის პოლიციამ საკრებულოს წევრები დაკითხვაზე დაიბარა. სხდომას, რომელზეც მუნიციპალიტეტის გამგებლის კონკურსის წესით არჩევასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილათ, პარლამენტის დეპუტატები, მათ შორის, ბორჯომის მაჟორიტარი "ქართული ოცნებიდან" გედევან ფოფხაძე და "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი ესწრებოდნენ. გამგეობის შენობაში შეკრებილთა ნაწილი გამგებლის კონკურსის წესით არჩევას, ნაწილი კი საკრებულოს სხდომის გადადებას ითხოვდა. ერთნი ამბობდნენ, რომ ბორჯომის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული "რესპუბლიკელი" დავით კამკამიძე არასასურველი რეპუტაციით სარგებლობს. მათი თქმით, ბორჯომში გედევან ფოფხაძის მმართველობაა, რომელიც ცდილობს თავისი კადრების გაყვანით საყრდენი არ დაკარგოს. მეორენი კი ამ მოსაზრებას "ნაციონალების" პროვოკაციად აფასებდნენ და აცხადებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მსგავსი არეულობითა და კონკურსის გამოცხადებით გამგებლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ცდილობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ საკრებულოს წევრ ვეფხვია გრიგალაშვილს მობილური ტელეფონი ესროლა და შუბლი გაუტეხა.  დღის მეორე ნახევარში, ხმაურიანი სხდომის შემდეგ საკრებულოს წევრებმა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე გადაინაცვლეს.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა