ქალს სამსახურიდან კახი კალაძესთან კამათის გამო ათავისუფლებენ

ქალს სამსახურიდან კახი კალაძესთან კამათის გამო ათავისუფლებენ

გორის რაიონის სოფელ შინდისის ტერიტორიული ორგანოს მთავარ სპეციალისტს ირმა პაპუნაშვილს ათავისუფლებენ. 26 თებერვალს ის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაიბარეს, აცნობეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და თან qartli.ge-ს მიერ გადაღებული ვიდეო უჩვენეს. ვიდეოში ჩანს, რომ 2012 წლის ზაფხულში, წინასაარჩევნო პერიოდში ირმა პაპუნაშვილი და კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერი კახი კალაძე კამათობენ.

"მომიწყეს ე.წ. დაკითხვა და განმიცხადეს, რომ მათავისუფლებენ. იურისტმა  qartli.ge-ს ვიდეო მიჩვენა, სადაც მე ვჩანვარ და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ვკამათობ. მინდა გითხრათ, რომ მაგ დროს მე პროვოკაციაზე წამომაგო ადგილობრივმა მცხოვრებმა შორენა წიქარიძემ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ საფუძვლით ჩემი გათავისუფლება უკანონოა. ბრალს მდებენ თითქოს მე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვარ. თუ მართლაც გამათავისუფლეს, მივმართავ ევროკავშირს და მთავრობის ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს, რომ მიშუამდგომლონ რომელიმე სხვა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოსათხოვად" - აღნიშნავს ირმა პაპუნაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა