ჟერარ დეპარდიემ კადიროვთან სტუმრობისას "ლეზგინკა" იცეკვა

ჟერარ დეპარდიემ კადიროვთან სტუმრობისას "ლეზგინკა" იცეკვა

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი და 5-ოთახიანი ბინის საბუთები გადასცა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკამ დეპარდიეს "ცხელი" დახვედრა მოუწყო. საზეიმო საღამოზე, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა დეპარდიეს პატივსაცემად გამართა, მსახიობმა კარგად მოილხინა. დეპარდიემ "ლეზგინკა" რესპუბლიკის პირველ პირთან და მშვენიერ ჩეჩენ ქალბატონებთან ერთად იცეკვა.

რამზან კადიროვი, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, უცხოელ მომღერლებთან თუ მსახიობებთან მეგობრობითაც არის განთქმული. მსოფლიო ვარსკვლავები მას ბოლოს 2011 წელს, დაბადების დღის აღსანიშნავად გროზნოში ესტუმრნენ.

კადიროვის დაბადების დღეს ცნობილი მევიოლინე ვანესა მეი აფორმებდა, ცერემონიას კი ბელგიელი მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი, ინგლისელი მომღერალი სილი და ამერიკელი "ოსკაროსანი" მსახიობი ჰილარი სვონკი ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, მსახიობმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის გამო თქვა. დეპარდიემ ოლანდის საგადასახადო რეფორმების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და საცხოვრებლის და ფრანგული პასპორტის ჩაბარება გადაწყვიტა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

რუსთაველის თეატრი რუსეთში, ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას - "ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვუჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი"

ჯამი ჰერცი, მია ვასიკოვსკა, დები ოლსნებეი... - ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მსახიობები

ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა - აზერბაიჯანულ-ჰოლივუდური ქორწილის დეტალები