დავით კეზერაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დავით კეზერაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

"ტელეიმედის" საქმეში ბრალდებულ დავით კეზერაშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

პატიმრობასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურორებმა მიმართეს. დაცვის მხარე, დავით კეზერაშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე კი ითხოვდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 5 000 ლარიანი გირაო ან აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეფარდებოდა.

დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ