ტალღის ქიმზე თხილამურებით

ტალღის ქიმზე თხილამურებით

43 წლის კალიფორნიელმა ჩაკ პატერსონმა წყნარი ოკეანის უზარმაზარ ტალღებზე საგანგებოდ წყლისთვის ადაპტირებული გლუვი თხილამურებითა და სათხილამურო ჯოხებით ისრიალა. უჩვეულო სანახაობა სანტა-ბარბარას სანაპიროზე მოეწყო. კალიფორნიელმა საათში 30 მილი განავითარა. პატერსონი წყლში სკუტერზე გამობმული თოკით შეიყვნეს. ტალღის ქიმზე მოთხილამურე თოკისგან გათავისუფლდა.

ჩაკი კალიფორნიაში ტახოს ტბაზე გაიზარდა. იგი ბავშვობიდან ყინულოვანი მთების მწვერვალებს ლაშქრავდა. ამჯერად კი წყლის სტიქიას დაუპირისპირდა. მისი თქმით, ტალღის თავზე სრიალისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ძალიან რბილ თოვლზე სრიალებდა.

"არა მგონია, მსოფლიოში ეს სხვა ვინმეს ექნა, ჩემთვის ეს გართობის კიდევ ერთი საშუალებაა", - განაცხადა სერფერმა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს