კომპანია "ყვარლის ბაგა" რძისპროდუქტების წარმოებას იწყებს

კომპანია "ყვარლის ბაგა" რძისპროდუქტების წარმოებას იწყებს

ახლადგახსნილი კომპანია "ყვარლის ბაგა" რძისპროდუქტების წარმოებას იწყებს. თავდაპირველად მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ნატურალური რძის გამოშვება იგეგმება. კომპანიის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, სექტემბრიდან ახალი ფერმა დაიწყებს მუშაობას, სადაც 300-მდე ძროხა მოთავსდება. საწყის ეტაპზე 4 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შემდეგ კი კაპიტალი 1 მლნ დოლარით გაიზრდება.

ჯერჯერობით უცნობია, ბაზარზე  "ყვარლის ბაგას" წარმოებული რძე როდიდან გამოჩნდება. საწარმო მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტებსა და ხელმისაწვდომ ფასებს ჰპირდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა