სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პრეზიდენტი მის ღია წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დიალოგზე უარის თქმად აფასებს
პრეზიდენტი მის ღია წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დიალოგზე უარის თქმად აფასებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მის ღია წე­რილ­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბას დი­ა­ლოგ­ზე უა­რის თქმად აფა­სებს.

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია ჟურ­ნა­ლის­ტებს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მის­მა პრესს­პი­კერ­მა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ გა­აც­ნო.

"გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბას პრე­ზი­დენ­ტის ღია წე­რილ­ზე. გვინ­და კი­დევ ერთხელ ღიად და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა - და­ვიც­ვათ კონ­სტი­ტუ­ცია და გავ­მარ­თოთ დი­ა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. დი­ა­ლო­გი არის სა­უ­ბა­რი მხა­რე­ებს შო­რის. პრე­ზი­დენტს სურს თა­ვა­დაც ისა­უბ­როს და მო­ის­მი­ნოს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მო­საზ­რე­ბე­ბი და მათი სა­პა­სუ­ხო არ­გუ­მენ­ტე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ პრე­ზი­დენტს არ ეძ­ლე­ვა სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა, თუ პარ­ლა­მენტს სა­უ­ბა­რი არ სურს, რო­გორ შედ­გე­ბა დი­ა­ლო­გი. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სი­ტყვე­ბის მიღ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, იკი­თხე­ბა ერ­თა­დერ­თი რამ - უარი დი­ა­ლოგს", - აღ­ნიშ­ნა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით ის იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ პარ­ლა­მენ­ტი აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს და­უბ­რუნ­დე­ბა და პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პრეზიდენტი მის ღია წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დიალოგზე უარის თქმად აფასებს

პრეზიდენტი მის ღია წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დიალოგზე უარის თქმად აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ღია წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დიალოგზე უარის თქმად აფასებს.

ქვეყნის პირველი პირის აღნიშნული პოზიცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პრეზიდენტის ღია წერილზე. გვინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა - დავიცვათ კონსტიტუცია და გავმართოთ დიალოგი საქართველოს პარლამენტში. დიალოგი არის საუბარი მხარეებს შორის. პრეზიდენტს სურს თავადაც ისაუბროს და მოისმინოს პარლამენტის წევრთა მოსაზრებები და მათი საპასუხო არგუმენტები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია, თუ პრეზიდენტს არ ეძლევა სიტყვით გამოსვლის საშუალება, თუ პარლამენტს საუბარი არ სურს, როგორ შედგება დიალოგი. პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიღმა, სამწუხაროდ, იკითხება ერთადერთი რამ - უარი დიალოგს", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

ამასთან, პრეზიდენტის სახელით ის იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდება და პრეზიდენტს კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტის ტრიბუნიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალებას მისცემს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა