რო­დის და­უბ­რუნ­დება მო­სახ­ლე­ო­ბას გამქრალი ანაბ­რე­ბი?

რო­დის და­უბ­რუნ­დება მო­სახ­ლე­ო­ბას გამქრალი ანაბ­რე­ბი?

1991-92 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო უნი­კა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი აფე­რის მომ­სწრე გახ­და, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბის მთე­ლი და­ნა­ზო­გი ერ­თი მუ­ჭა ხალ­ხის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. 1992 წლის ივ­ნის­ში ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ ტე­ლე­ვი­ზი­ი­თა და პრე­სით მო­უ­წო­და მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ხელ­მწი­ფო შემ­ნახ­ველ ბან­კებ­ში ანაბ­რებ­ზე შე­ე­ტა­ნათ თან­ხე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­თი წლის შემ­დეგ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად და­იბ­რუ­ნებ­დნენ და... შემ­ნახ­ველ სა­ლა­რო­ებ­თან რი­გი დად­გა. 1993 წლის აგ­ვის­ტო­ში კი სა­ქარ­თვე­ლო სა­მა­ნე­თო ზო­ნი­დან გა­მო­ვი­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კუ­პო­ნი შე­მო­ი­ღო და ქვე­ყა­ნა­ში ჰი­პე­რინ­ფლა­ცია და­იწყ­ო, რა­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გა­ღა­ტა­კე­ბა მოჰ­ყვა. ამი­ტომ, ახ­ლა­ხან გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ "ა­ხალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა" საბ­ჭო­თა ანაბ­რე­ბის კვლე­ვის ცენტრს ქმნის, 1990-ი­ან წლებ­ში და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს კი­დევ ერ­თხელ გა­უღ­ვი­ძა იმე­დი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კვლე­ვის­თვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა უკ­ვე და­იწყ­ო. ამ ბევ­რი­სათ­ვის მტკივ­ნე­ულ სა­კითხ­ზე "ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" პრე­ზი­დენ­ტი ნო­დარ ჭი­ჭი­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- თით­ქმის ოცი წე­ლი გა­ვი­და, რაც ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჰი­პე­რინ­ფლა­ცი­ის გა­მო მო­სახ­ლე­ო­ბა და­ნა­ზო­გე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა და­კარ­გა ქო­ნე­ბა, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ამ სა­კითხს სა­თა­ნა­დო ყუ­რადღ­ე­ბა არ ექ­ცე­ო­და, დღემ­დე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­არ­კვევ­და, ვინ ჩა­ი­დი­ნა ეს და­ნა­შა­უ­ლი, ან რა­ტომ მოხ­და, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ლა­მის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი რეს­პუბ­ლი­კა იქ­ცა ყვე­ლა­ზე ღა­რიბ ქვეყ­ნად, რო­გორც კი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა? ამ კითხ­ვებ­ზე დღეს პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ ჩვენ ვცდი­ლობთ, ჩა­ვა­ტა­როთ კვლე­ვა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ეს კვლე­ვა უფ­რო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და სის­ტე­მუ­რი რომ იყოს. გარ­და ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბა­საც ვთხოვთ, რომ მოგ­ვაწ­ვდი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ჩვენს კვლე­ვა­ში, პა­სუ­ხი რომ გა­ე­ცეს კითხ­ვას - რა მოხ­და 1990-ი­ან წლებ­ში, სად გაქ­რა და რა­ტომ გა­უ­ფა­სურ­და მო­სახ­ლე­ო­ბის და­ნა­ზო­გე­ბი.

- და მა­ინც, რა მოხ­და, ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმის გა­მო, რომ 20 წლის წინ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლი გა­ღა­ტაკ­და?

- იმა­ზე, რაც მოხ­და, უპირ­ვე­ლე­სად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ეროვ­ნულ ბანკს, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ბან­კი არის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქვეყ­ნის ფუ­ლად­-საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კა­ზე, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია იმა­ზე, რომ 1990-ი­ა­ნი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში უსა­მარ­თლო­ბამ იზე­ი­მა და მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ღა­ტაკ­და. ამ ეტაპ­ზე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი კი, რა რო­გორ მოხ­და, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ა­ტა­რა პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ასე­თი მძი­მე შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა, თუ ეს და­უ­დევ­რო­ბი­სა და არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ბრა­ლი იყო, ამის გარ­კვე­ვა რომ გვინ­და, იმი­ტო­მაც ვა­ტა­რებთ კვლე­ვას. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში - იყო ეს და­უ­დევ­რო­ბა თუ წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აშ­კა­რა და უდა­ვო­ა. უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის იმ­დრო­ინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი დე­მურ დვა­ლიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, უკ­ვე გარ­დაც­ვლი­ლი­ა: ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, 1994 წელს მან თა­ვი მო­იკ­ლა, თუმ­ცა­ მი­სი სიკ­ვდი­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი - პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კითხ­ვა­ზე და­ბა­რე­ბულ­მა დვა­ლიშ­ვილ­მა მოსაწევად გას­ვლა მო­ითხ­ო­ვა და თა­ვი მო­იკ­ლა. გა­უ­გე­ბა­რი­ა, სა­ი­დან აღ­მო­აჩ­ნდა და­კითხ­ვა­ზე მი­სულ კაცს ცეცხ­ლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ან მო­სა­წე­ვად გას­ვლა რას ნიშ­ნავ­და, იყო კი ეს თვით­მკვლე­ლო­ბა? - ამა­ზე მე დე­ტა­ლუ­რად ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, მაგ­რამ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი, დღემ­დე ეჭვს იწ­ვევს. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღემ­დე აქვს კითხ­ვე­ბი ამ ფაქ­ტის გა­მოც.

- ბა­ტო­ნო ნო­დარ, თქვენ გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლებ­საც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა­გან 1991-1993 წლებ­ში ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­არ­დის ოდე­ნო­ბის კრე­დი­ტი აქვთ აღე­ბუ­ლი. რა წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ანაბ­რე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ში?

- დი­ახ, ჩვენ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ მოკ­ლე ნუს­ხა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა, რომ­ლებ­ზეც ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის კრე­დი­ტე­ბი გას­ცა. ვრცელ სი­ა­ში 500-ზე მე­ტი კომ­პა­ნია შე­დის. სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლი სია ჯერ­ჯე­რო­ბით არა გვაქვს, თუმ­ცა ეროვ­ნულ ბანკს წე­რი­ლით მივ­მარ­თეთ და ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს. ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, რა ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა მი­უძღ­ო­დეთ მათ - ფაქ­ტი­ა, რომ 1992-1993 წლებ­ში იმ კომ­პა­ნი­ებ­ზე, რომ­ლებ­ზეც ჩვენ ახ­ლა ვსა­უბ­რობთ, გა­ცე­მულ იქ­ნა 854 მი­ლი­არ­დი მა­ნე­თი და კუ­პო­ნი საკ­რე­დი­ტო რე­სურ­სე­ბით, ანუ ეროვ­ნულ­მა ბან­კმა კო­ლო­სა­ლუ­რი ოდე­ნო­ბის თან­ხა გას­ცა ამ 500 კომ­პა­ნი­ა­ზე, რომ­ლებ­მაც უზარ­მა­ზა­რი მო­გე­ბა ნა­ხეს, თა­ნაც, ეს სეს­ხე­ბი არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, მის უკან რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კა არ იდ­გა და აშ­კა­რა იყო, რომ ეს პრო­ცე­სი არ­ნა­ხულ ინ­ფლა­ცი­ას და ჰი­პე­რინ­ფლა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მარ­თლაც ასე მოხ­და და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ბან­კებ­ში ანაბ­რე­ბი ჰქონ­დათ შე­ტა­ნი­ლი, ხელ­ში ფუ­ლი კი არა, გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ვა­ლუ­ტა შერ­ჩათ.

რა­ტომ მოხ­და ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა­ტომ არ მოხ­და სხვა ქვეყ­ნებ­ში? - ამის მი­ზე­ზი არას­წო­რი პო­ლი­ტი­კა­ა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ქვეყ­ნის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პირ­ვე­ლი პი­რე­ბის მი­ერ. ერ­თი ადა­მი­ა­ნი უძ­ლუ­რი იყო, ქვე­ყა­ნა­ში ამ დო­ნის ინ­ფლა­ცია გა­მო­ეწ­ვი­ა, ინ­ფლა­ცია კი მო­სახ­ლე­ო­ბის ძარ­ცვის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დი­ა. ამ გზით ყო­ველ­გვა­რი და­ყა­ჩა­ღე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხის ჯი­ბი­დან ფუ­ლის ამო­ღე­ბა.

- და­ახ­ლო­ე­ბით რა ოდე­ნო­ბის თან­ხა "შე­ი­ჭა­მა" და თუ არის იმე­დი, რომ ის ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც და­უბ­რუნ­დე­ბა მფლო­ბე­ლებს?

- გა­უ­ფა­სურ­და 13 მი­ლი­არ­დი მა­ნე­თის ოდე­ნო­ბის ანაბ­რე­ბი და ეს იმ­ჟა­მინ­დე­ლი კურ­სით და­ახ­ლო­ე­ბით 8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი­ა. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ეს 8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად უნ­და გად­მო­ვი­ტა­ნოთ დღე­ვან­დე­ლ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­ჭი­როა ამ თან­ხის ინ­დექ­სა­ცი­ა, ფა­სე­ბის დო­ნის ცვლი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რაც უდა­ვოდ რთუ­ლი საქ­მეა და ამა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ეკო­ნო­მის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. ანაბ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა - ეს პრო­ცე­სი რომ დამ­თხვე­ო­და პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, ანაბ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბით და პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ახ­ლა კი საკ­მა­ოდ რთუ­ლია ამ ხალ­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა რა­მე რე­სურ­სით, რად­გან პრი­ვა­ტი­ზა­ცია უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ა. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და იყოს გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­აქ­ვეყ­ნებს დას­კვნას, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, ვინ არის პა­სუხ­ისმ­გე­ბე­ლი და სად წა­ვი­და ეს თან­ხა. კომ­პენ­სა­ცი­ის სა­კითხ­ი, ანუ რამ­დე­ნი დაბ­რუნ­დე­ბა და რო­გორ - ეს უკ­ვე მე­ო­რე ეტა­პი­ა. ეს სა­კითხი ხში­რად გამ­ხდა­რა პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის სა­გა­ნი, ანაბ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ბევრს ლა­პა­რა­კობ­დნენ, მაგ­რამ დღემ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყ­ე­ბე­ბის მი­ერ ამ ყვე­ლა­ფერს რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლი­ა. ჩვენ ვცდი­ლობთ, კი­დევ ერ­თხელ წა­მოვ­წი­ოთ ეს სა­კითხ­ი, და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ყვე­ლა - რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით დაწყ­ე­ბუ­ლი, სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, აგ­რეთ­ვე, ექ­სპერ­ტე­ბი. ვა­პი­რებთ მსჯე­ლო­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ვას­რუ­ლებთ გა­მო­ძი­ე­ბას და ვნა­ხოთ, რა რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბა ჩვენს დას­კვნებს. თუმ­ცა, ეს იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვა, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ და იმე­დი გვაქვს, და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­საც. პრობ­ლე­მა ურ­თუ­ლე­სია და ძა­ლი­ან ძნე­ლია მი­სი გა­დაჭ­რის გზებ­ზე ლა­პა­რა­კი. ჩვენ ვსწავ­ლობთ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ სხვა ქვეყ­ნებ­ში და ვი­ცით, რომ ის არც მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შია მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, რუ­სეთ­შიც. ვსწავ­ლობთ ამ ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას და ვე­ძებთ გზებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეს და­ზა­რა­ლე­ბულ ხალხს და­კარ­გუ­ლი თან­ხა. აქ სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც დგე­ბა, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ 1990-ი­ან წლებ­ში მოხ­და კო­რუფ­ცი­ული გა­რი­გე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ველ პი­რებ­სა და იმ კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვან­ლებს შო­რის, რომ­ლებ­მაც აი­ღეს მი­ლი­არ­დო­ბით კრე­დი­ტე­ბი, გა­და­იყ­ვა­ნეს მყარ ვა­ლუ­ტა­ში და უკან ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დი და­აბ­რუ­ნეს. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი ამ სი­ა­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა და კრი­მი­ნა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი არ ჰქო­ნი­ა. ჩე­მი მო­საზ­რე­ბა თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ყვე­ლაფ­რის თა­ვი და თა­ვი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბამ უნ­და და­ად­გი­ნოს.

ცნობისათვის

გთა­ვა­ზობთ იმ კომ­პა­ნი­ე­ბის არას­რულ სი­ას, რომ­ლებ­საც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა­გან 1991-1993 წლებ­ში ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­არ­დის მო­ცუ­ლო­ბის კრე­დი­ტი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი: "კავ­კა­სი­ო­ნი", "ო­პი­ზა­რი", "სა­ქარ­თვე­ლო", "თა­მა­რი­ო­ნი", "მე­ტე­ხი", "ნა­რი­ყა­ლა", "თბი­ლი­სი", "ა­რაგ­ვი­ბიზ­ნეს­ბან­კი", "ი­ბე­რი­ა­ბან­კი", "ცე­კავ­ში­რი", "დრო", "გო­რა", "ჭი­ა­თუ­რა", "ე­ნერ­გო­ბან­კი", "რეს­პუბ­ლი­კა", "ავ­ტო­ბან­კი", "პროგ­რეს­ბან­კი­", "მა­გის­ტრალ­ბან­კი", "ი­მე­დი", "კერ­ძო ბან­კი", "აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი", "არ­გო­ბან­კი", "გუ­რი­ტი", "დი­დუ­ბე", "ბაგ­რა­ტი­ო­ნი", "დელ­ტა 2", "ნუ­გე­ში", "მე­დე­ა", "კრი­დი­კა", "თბს-ბან­კი", "თმს - 21-ე სა­უ­კუ­ნე", "მუ­ზა", "ე­ლი­ტა", "ცხინ­ვა­ლი", "ორ­ბი", "ფე­ნიქ­სი", "არ­მა­ზი", "საქ­სოც­ბან­კი", "ტრან­სბან­კი", "ბან­კი ლა­რი", "თბი­ლუ­ნი­ვერ­სალ­ბან­კი", "კავ­კა­სი­ის ბან­კი", "ა­ღორ­ძი­ნე­ბა", "კა­პი­ტალ­ბან­კი", "კონ­ტი­ნენ­ტალ­ბან­კი"­, "რუ­ბი­კო­ნი", "შა­ლე­ნი", "კრე­დი­ტი", "ა­მი­რა­ნი", "სა­მე­ფო ბან­კი", "ბა­ნი­ბან­კი", "ქუ­თა­ის­ბან­კი", "ენ­გუ­რი", "ეგ­რი­სი", "სი­ო­ნი", "თბილ­კომ­ბან­კი", "დი­ვი­დენ­დი", "კო­ბა", "გე­ი­კო", "მერ­კუ­რი", "ჯვა­რი", "მშე­ნე­ბე­ლი", "ვეს­ტა", "ი­ბერ­თბან­კი", "კენ­ტავ­რი", "პი­რა­მი­და", "გრე­მი", "ევ­რა­ზი­ა", "ოქ­როს საწ­მი­სი", "ბახ­ტრი­ო­ნი", "ქვე­ლი", "დე­ლი­სი", "ლუ­პა­რა", "ქინ­ძმა­რა­უ­ლი", "კოლ­ხა", "ბა­თუ­მი", "კოლ­ხი­და", "მარ­ჩი­ლი", "კი­დო­ბა­ნი", "გე­ა", "ელ­ვა", "თეთ­რი", "პონ­ტო პო­ლი­სი".

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ