ნიკ კეივის შიშველი ცოლი ალბომის გარეკანზე შემთხვევით მოხვდა

ნიკ კეივის შიშველი ცოლი ალბომის გარეკანზე შემთხვევით მოხვდა

ავსტრალიელი როკ-მუსიკოსის, ნიკ კეივის ახალი ალბომის Push the Sky Away-ის გარეკანზე მისი შიშველი ცოლი შემთხვევით მოხვდა. ამის შესახებ მუსიკოსმა ბრიტანულ გამოცემა The Sun-თან ისაუბრა.

ფოტოზე ნიკის მეუღლე, მოდელი სუზი ბიკი სრულიად შიშველია და სახეს ხელებით იფარავს. ფოტო სუზის ფოტოსესიის დროსაა გადაღებული. მისი ავტორი დომინიკ ისერმანია.

მუსიკოსის განცხადებით, დომინიკი სუზის ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალისთვის იღებდა, როდესაც ოთახში ნიკ კეივი შევიდა. მეუღლემ, რომელიც ამ დროს ხალათში იყო გამოწყობილი, ქმარს ფანჯრის გაღება სთხოვა და ამავე დროს ხალათი გაიხადა. მაშინ ფოტოგრაფმა რამდენიმე სურათი გადაიღო. ერთ-ერთ მათგანზე ნიკი და მისი შიშველი მეუღლე მოხვდნენ.

როდესაც წყვილმა გადაღებული მასალა ნახა, ორივე აღფრთოვანდა. მაშინ ნიკმა გადაწყვიტა, ფოტო მისი ახალი ალბომის გარეკანზე დაებეჭდა.

"რა თქმა უნდა, თავდაპირველად არ მინდოდა ამ ფოტოს ყველასთვის ჩვენება, მაგრამ მერე მიხვდი, რომ შიშველი სუზი და თავად გარეკანი, ამ ალბომის ნაწილი გახდნენ", - აცხადებს ნიკ კეივი.

როკ-მუსიკოსის ახალი ალბომი გაყიდვაში 18 თებერვალს გამოვა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება