ახალციხეში გაზის ინტოქსიკაციის შედეგად 32 წლის მამაკაცი დაიღუპა. გარდაცვლილი სახლში მეგობართან ერთად იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა უგონოდ მყოფი გარდაცვლილის მეგობარი საავადმყოფოში გადაიყვანა. უბედური შემთხვევა სავარაუდოდ გაზის წყლის გამათბობელმა გამოიწვია. ოჯახმა გამათბობელი შემთხვევამდე ერთი დღით ადრე დაამონტაჟა.
"სამხრეთის კარიბჭე"