ბრიტნი სპირსი კაზინოში 100 მლნ დოლარად იმღერებს

ბრიტნი სპირსი კაზინოში 100 მლნ დოლარად იმღერებს

ბრიტნი სპირსის პირად ცხოვრებაში ახლა არც ისე კარგი პერიოდია. ცოტა ხნის წინ თავის საქმროს, ჯეისონ ტრავიკს დაშორდა, თუმცა მის კარიერაზე მსგავსი რამეები თითქოს არ მოქმედებს - ის ხომ პოპის პრინცესაა.

მომღერალი სულ მალე აპირებს დადოს გარიგება, რომელმაც წელიწადში 100 მლნ დოლარამდე შემოსავალი უნდა მოუტანოს. მას შეუძლია ლას-ვეგასში გადაბარგდეს, რომ ადგი­ლობრივ კაზინოებში სც­ენაზე რეგულარულად გა­მოვიდეს. ოფიციალური განცხადება სულ მალე გაკეთდება, თუმცა ამბობენ, რომ გარიგების თანხა 100-დან 200 მლნ დოლარამდეა.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კაზინოების ქსელ Caesar-ის მფლობელები გეგმავენ მომღერლის "დაპატრონებას", რომ მან კაზინოს შოუში მიიღოს მონაწილეობა  და არა მხოლოდ კაზინოებში არსებულ კლუბში, არამედ აუზებთან გამართულ წვ­ე­ულებებზეც.

მომღერლის ჯგუფი აცხადებს, რომ ბრიტნი სერიოზულად განიხილავს ამ წინადადებას. ერთადერთი, რაც მას აღელვებს, ლას-ვეგასში გადაბარგებაა - მას კვირაში რამდენიმე ღამე მოუწევს მუშაობა და თავისი მშობლიური ქალაქიდან ამას ვერ მოახერხებს.

მაგალითისთვის, სელინ დიონი კაზინო Caesar's Palace-ში კვირაში ხუთჯერ მღერის და თითო სიმღერისთვის 20 ათას დოლარს იღებს.

Daily Mail

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება