სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა შემთხვევაში დათანხმდებოდა მეძავის როლს ნუკი კოშკელიშვილი
რა შემთხვევაში დათანხმდებოდა მეძავის როლს ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილს ბუკ­ლემ სა­ხა­ლი­სო შე­კი­თხვე­ბით მი­მარ­თა. ნუ­კიმ ყვე­ლა შე­კი­თხვას გულ­მოდ­გი­ნედ უპა­სუ­ხა, თუმ­ცა ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ალ კა­პო­ნეს­გან თა­ვის დაღ­წე­ვის ხერ­ხებ­ზე და­ფიქ­რდა. ასე რომ, წინ მხი­ა­რუ­ლი კი­თხვა-პა­სუ­ხი გე­ლო­დე­ბათ.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, იღ­ვი­ძებ ალ კა­პო­ნეს მე­გო­ბარ გო­გო­ნად, განგსტე­რულ ამე­რი­კა­ში.

- ვეც­დე­ბი, თავი და­ვაღ­წიო. ვე­ტყვი, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში მაქვს საქ­მე და გა­ვიქ­ცე­ვი. ფილ­მე­ბი­დან ნა­ნა­ხი გვაქვს, განგსტე­რე­ბის ცო­ლე­ბი რო­გორ ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ მა­ინც არ მო­მინ­დე­ბო­და. ალ კა­პო­ნეს რა­მე­ნა­ი­რად მო­ვა­ტყუ­ებ­დი და გა­ვექ­ცე­ო­დი.

- რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხი­დან გი­რე­კა­ვენ და სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­სა და ია ფა­რუ­ლა­ვას­თან ერ­თად გთა­ვა­ზო­ბენ "ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბის კლუ­ბის" მსგავ­სი გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას.

- არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის. რუ­სულს ქარ­თულ­ზე უკე­თე­სად ვფლობ. იასა და სა­ლო­მეს­თან ერ­თად გა­და­ცე­მას სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვიყ­ვან­დი. სა­მი­ვეს ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და "ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბის კლუ­ბი". მარ­თლა რომ და­მირ­ე­კონ, ალ­ბათ დავ­ფიქ­რდე­ბი, რად­გან ეს სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას ნიშ­ნავს.

- კი­ნო­ში მე­ძა­ვის როლს და­თან­ხმდე­ბო­დი?

- (და­ფიქ­რდა) პირ­და­პირ გე­ტყვი, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, მკი­თხველ­მა არას­წო­რად გა­მი­გოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ იღებ­დნენ, არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი. ამით იმას არ ვამ­ბობ, რომ ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი არ მომ­წონს, ფან­ტას­ტი­კუ­რი რე­ჟი­სო­რე­ბი გვყავს, მაგ­რამ ასეთ სცე­ნებს ეს­თე­ტი­კუ­რად აქ მა­ინც ვერ იღე­ბენ. თუკი უცხო­ეთ­ში გა­და­მი­ღებ­დნენ და ჩემი პარტნი­ო­რი ბრედ პიტი ან ჯონი დეპი იქ­ნე­ბოდ­ნენ, თა­ნაც, ამ ფილ­მს "ოს­კარ­ზეც" ექ­ნე­ბო­და პრე­ტენ­ზია, მა­შინ დავ­თან­ხმდე­ბო­დი (იღი­მის).

- რო­ბერტ რე­დფორდთან ერ­თად გი­ღე­ბენ მე­რილ სტრი­პის მა­გივ­რად.

- მტკივ­ნე­ულ ად­გილ­ზე და­მა­ბი­ჯე!. მე­რილ სტრიპ­ზე ვგიჟ­დე­ბი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს მსა­ხი­ო­ბი. ჩემი დაქ­ნე­უ­ლი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ როლ­ზე უარს ვი­ტყო­დი, რად­გან მე­რილს ამას ვერ გა­ვუ­კე­თებ­დი და მას ვერ გა­ვა­ნა­წყე­ნებ­დი.

- რო­გორც ჩანს, რო­ბერტ რე­დფორ­დი ბრედ პი­ტის­ნა­ი­რად არ გიყ­ვარს.

- რო­გორ არა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ სა­ნამ ხვეწ­ნის რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ, მა­ნამ­დე ახ­ლოს გაც­ნო­ბას მა­ინც მო­ვას­წრებ­დი.

- ლელა წურ­წუ­მი­ას­თან ერ­თად სა­ქე­ი­ფო სიმ­ღე­რის ჩა­წე­რას გა­ძა­ლე­ბენ.

- ლე­ლა­ზე ვგიჟ­დე­ბი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია და ფან­ტას­ტი­კუ­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, რომ თვი­თონ ლელა იტყო­და უარს ჩემ­თან დუ­ეტ­ზე, რად­გან ყრუ ვარ. არც ხმა მაქვს და არც არა­ფე­რი. სა­შინ­ლად ვმღე­რი. კი ჩავ­წერ­დი სიმ­ღე­რას, მაგ­რამ არ­სად არ გა­უშ­ვებ­დნენ.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, 8 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა­ში ხარ...

- და­ვე­ლო­დე­ბი, სა­ნამ გა­რეთ ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რდე­ბა და მერე გა­მო­ვალ.

- ადევ­ნებ­დი თვალს ამ მოვ­ლე­ნებს?

- ვცდი­ლობ, სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ნაკ­ლე­ბად ვუ­ყუ­რო და ნერ­ვე­ბი არ მო­ვი­შა­ლო, მაგ­რამ მა­ინც ვა­დევ­ნებ ხოლ­მე თვალს ახალ ამ­ბებს. ესეც ვნა­ხე და არ მიყ­ვარს ხალ­ხის გან­სჯა, მაგ­რამ მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ეს საქ­ცი­ე­ლი არას­წო­რი იყო.

- ვისი მხრი­დან?

- ხალ­ხის მხრი­დან. მგო­ნია, იქ არ უნდა მი­სუ­ლიყ­ვნენ.

- ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი მო­დის შენ­თან და გე­უბ­ნე­ბა, დამ­მა­ლეო. უკან გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მოს­დე­ვენ.

- ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი ვინ არის?

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, რო­მელ­საც ცხვირ­ში ხელი მო­არ­ტყეს.

- დავ­მა­ლავ აუ­ცი­ლებ­ლად. რო­მე­ლი მოძ­რა­ო­ბის წევ­რია, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?!. რა­ტომ უნდა გა­ვი­მე­ტო ადა­მი­ა­ნი სა­ცე­მად, თა­ნაც, როცა უკან ხალ­ხი მოს­დევს.

- სა­უ­კე­თე­სო უკა­ნა­ლე­ბის შე­ჯიბ­რე­ბის წამ­ყვა­ნად რომ მი­გიწ­ვი­ონ, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ამა­ზე ალ­ბათ უარს ვი­ტყვი. იმი­ტომ არა, რომ უკა­ნა­ლე­ბის კონ­კურ­სია, იმი­ტომ, რომ ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი მე­აბ­სურ­დე­ბა. ვფიქ­რობ, რომ რე­ი­ტინ­გი არ ექ­ნე­ბა. გა­და­ცე­მა კვი­რა-ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ხუ­რე­ბა. ვინ უყუ­რებს ამ გა­და­ცე­მას?.. სა­ერ­თოდ, გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას იმის მი­ხედ­ვით ვთან­ხმდე­ბი, მე და­მა­ინ­ტე­რე­სებ­და თუ არა ამ გა­და­ცე­მის ყუ­რე­ბა. რად­გან არ და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი, შე­სა­ბა­მი­სად, არც წა­ვიყ­ვან­დი.

- მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე გა­დად­გა და პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რო­ბას შენ გთა­ვა­ზო­ბენ.

- არა მგო­ნია, რომ ასე­თი რამ შე­მომ­თა­ვა­ზონ, მაგ­რამ რად­გან მე­კი­თხე­ბი, არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, რად­გან ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბაა, მე კი ჟურ­ნა­ლის­ტიც არ ვარ. პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რო­ბა დიდი ნახ­ტო­მია. ვერ ავი­ღებ­დი ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. სა­ერ­თოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნაც არას­დროს მნდო­მე­ბია. 22 წლის ასაკ­ში ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლიც იქ­ნე­ბო­და. გარ­და ამი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ვერ გე­ტყვი, რას ვი­ფიქ­რებ 40 წლის ასაკ­ში, მაგ­რამ ახლა ასე­თი აზრი მაქვს. ჩემ­თან არის ბაც­ნო­ბა, სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი, ამის წაყ­ვა­ნა, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა ჩემ­გან აბ­სურ­დია.

- გი­რე­კავს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და გთხოვს, რომ რო­გორც "მის სა­ქარ­თვე­ლოს" ჟი­უ­რის წევ­რმა, მის პრო­ტეჟეს გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნო.

- რად­გან თა­ვად ვიცი, რას ნიშ­ნავს იქ დგო­მა 20 გო­გო­ნა­ში, არაფ­რით არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი. ოღონდ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს კი არ გა­ვა­ნა­წყე­ნებ­დი და არ ვე­ტყო­დი, ეს რო­გორ გა­მი­ბე­დე-მეთ­ქი, უბ­რა­ლოდ, ვე­ტყო­დი, ჟი­უ­რი­ში მხო­ლოდ ბუ­ტა­ფო­რია ვარ და არა­ფერს ვწყვეტ-მეთ­ქი. ჩა­წყო­ბე­ბი და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი მე­სუ­ლე­ლე­ბა.

- გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე გა­მო­დის ტე­ლე­ვი­ზი­ით და ამ­ბობს, რომ ქერა ქა­ლე­ბი სუ­ლე­ლე­ბი არი­ან, სიის სა­თა­ვე­ში კი შენს სა­ხელ­სა და გვარს აცხა­დებს.

- გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე ვინ არის?

- პო­ლი­ტი­კო­სი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი, ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი.

- გა­სა­გე­ბია. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ ვიცი ვინ არის, მისი აზ­რიც არ მა­ინ­ტე­რე­სებს. სუ­ლაც რომ ვი­ცო­დე მისი ვი­ნა­ო­ბა, ასეთ რა­მეს თუ იტყო­და, მა­ინც არ და­მა­ინ­ტე­რე­სებ­და. არც ვუ­პა­სუ­ხებ­დი. რაზე უნდა გა­მე­ცა პა­სუ­ხი, არა, არ ვარ სუ­ლე­ლი-მეთ­ქი (იცი­ნის)?!.

- იუნა შა­ფა­თა­ვა, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან თქვა, ბი­სექ­სუ­ა­ლუ­რი ვარო, გი­რე­კავს და პა­ე­მან­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბა.

- ვა­ი­მე, შენ რას უპა­სუ­ხებ­დი?

- უარს ვე­ტყო­დი.

- მეც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი. კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ-მეთ­ქი, ხა­ხა­ხა-ხი­ხი­ხი­თი.

- რო­გორც ვხვდე­ბი, უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან თა­ვის დაძ­ვრე­ნას ად­ვი­ლად ახერ­ხებ.

- იუ­მო­რის გრძნო­ბა მეხ­მა­რე­ბა. ყვე­ლა უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ად­ვი­ლად გა­მოვ­დი­ვარ. მომ­წონს ჩემი ეს თვი­სე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც შენი კი­თხვე­ბი­დან დავ­ფიქ­რდი, განგსტე­რის­გან თა­ვის დაღ­წე­ვაა (იღი­მე­ბა).

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა შემთხვევაში დათანხმდებოდა მეძავის როლს ნუკი კოშკელიშვილი

რა შემთხვევაში დათანხმდებოდა მეძავის როლს ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილს ბუკლემ სახალისო შეკითხვებით მიმართა. ნუკიმ ყველა შეკითხვას გულმოდგინედ უპასუხა, თუმცა ინტერვიუს ბოლოს გაგვიმხილა, რომ ყველაზე მეტად ალ კაპონესგან თავის დაღწევის ხერხებზე დაფიქრდა. ასე რომ, წინ მხიარული კითხვა-პასუხი გელოდებათ.

- წარმოიდგინე, იღვიძებ ალ კაპონეს მეგობარ გოგონად, განგსტერულ ამერიკაში.

- ვეცდები, თავი დავაღწიო. ვეტყვი, რომ სხვა ქვეყანაში მაქვს საქმე და გავიქცევი. ფილმებიდან ნანახი გვაქვს, განგსტერების ცოლები როგორ ცხოვრობენ, მაგრამ მაინც არ მომინდებოდა. ალ კაპონეს რამენაირად მოვატყუებდი და გავექცეოდი.

- რუსული ტელეარხიდან გირეკავენ და სალომე გოგიაშვილსა და ია ფარულავასთან ერთად გთავაზობენ "ყოფილი ცოლების კლუბის" მსგავსი გადაცემის წაყვანას.

- არანაირი პრობლემა არ არის. რუსულს ქართულზე უკეთესად ვფლობ. იასა და სალომესთან ერთად გადაცემას სიამოვნებით წავიყვანდი. სამივეს ძალიან გვიყვარდა "ყოფილი ცოლების კლუბი". მართლა რომ დამირეკონ, ალბათ დავფიქრდები, რადგან ეს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას ნიშნავს.

- კინოში მეძავის როლს დათანხმდებოდი?

- (დაფიქრდა) პირდაპირ გეტყვი, თუმცა შეიძლება, მკითხველმა არასწორად გამიგოს. საქართველოში რომ იღებდნენ, არ დავთანხმდებოდი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ქართველი რეჟისორები არ მომწონს, ფანტასტიკური რეჟისორები გვყავს, მაგრამ ასეთ სცენებს ესთეტიკურად აქ მაინც ვერ იღებენ. თუკი უცხოეთში გადამიღებდნენ და ჩემი პარტნიორი ბრედ პიტი ან ჯონი დეპი იქნებოდნენ, თანაც, ამ ფილმს "ოსკარზეც" ექნებოდა პრეტენზია, მაშინ დავთანხმდებოდი (იღიმის).

- რობერტ რედფორდთან ერთად გიღებენ მერილ სტრიპის მაგივრად.

- მტკივნეულ ადგილზე დამაბიჯე!. მერილ სტრიპზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს ეს მსახიობი. ჩემი დაქნეული ხასიათიდან გამომდინარე, ამ როლზე უარს ვიტყოდი, რადგან მერილს ამას ვერ გავუკეთებდი და მას ვერ გავანაწყენებდი.

- როგორც ჩანს, რობერტ რედფორდი ბრედ პიტისნაირად არ გიყვარს.

- როგორ არა, ძალიან მიყვარს, მაგრამ სანამ ხვეწნის რეჟიმში იქნებოდნენ, მანამდე ახლოს გაცნობას მაინც მოვასწრებდი.

- ლელა წურწუმიასთან ერთად საქეიფო სიმღერის ჩაწერას გაძალებენ.

- ლელაზე ვგიჟდები, არაჩვეულებრივი ადამიანია და ფანტასტიკური იუმორის გრძნობა აქვს. ვფიქრობ, რომ თვითონ ლელა იტყოდა უარს ჩემთან დუეტზე, რადგან ყრუ ვარ. არც ხმა მაქვს და არც არაფერი. საშინლად ვმღერი. კი ჩავწერდი სიმღერას, მაგრამ არსად არ გაუშვებდნენ.

- წარმოიდგინე, 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ხარ...

- დაველოდები, სანამ გარეთ ყველაფერი არ დამთავრდება და მერე გამოვალ.

- ადევნებდი თვალს ამ მოვლენებს?

- ვცდილობ, საინფორმაციოს ნაკლებად ვუყურო და ნერვები არ მოვიშალო, მაგრამ მაინც ვადევნებ ხოლმე თვალს ახალ ამბებს. ესეც ვნახე და არ მიყვარს ხალხის განსჯა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს საქციელი არასწორი იყო.

- ვისი მხრიდან?

- ხალხის მხრიდან. მგონია, იქ არ უნდა მისულიყვნენ.

- ჩიორა თაქთაქიშვილი მოდის შენთან და გეუბნება, დამმალეო. უკან გაგულისებული ადამიანები მოსდევენ.

- ჩიორა თაქთაქიშვილი ვინ არის?

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელსაც ცხვირში ხელი მოარტყეს.

- დავმალავ აუცილებლად. რომელი მოძრაობის წევრია, რა მნიშვნელობა აქვს?!. რატომ უნდა გავიმეტო ადამიანი საცემად, თანაც, როცა უკან ხალხი მოსდევს.

- საუკეთესო უკანალების შეჯიბრების წამყვანად რომ მიგიწვიონ, რა რეაქცია გექნება?

- ამაზე ალბათ უარს ვიტყვი. იმიტომ არა, რომ უკანალების კონკურსია, იმიტომ, რომ ასეთი შეჯიბრებები მეაბსურდება. ვფიქრობ, რომ რეიტინგი არ ექნება. გადაცემა კვირა-ნახევარში დაიხურება. ვინ უყურებს ამ გადაცემას?.. საერთოდ, გადაცემის წაყვანას იმის მიხედვით ვთანხმდები, მე დამაინტერესებდა თუ არა ამ გადაცემის ყურება. რადგან არ დავინტერესდებოდი, შესაბამისად, არც წავიყვანდი.

- მანანა მანჯგალაძე გადადგა და პრეზიდენტის პრესსპიკერობას შენ გთავაზობენ.

- არა მგონია, რომ ასეთი რამ შემომთავაზონ, მაგრამ რადგან მეკითხები, არ დავთანხმდებოდი, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა, მე კი ჟურნალისტიც არ ვარ. პრეზიდენტის პრესსპიკერობა დიდი ნახტომია. ვერ ავიღებდი ამ პასუხისმგებლობას. საერთოდ, პოლიტიკური გადაცემის წაყვანაც არასდროს მნდომებია. 22 წლის ასაკში ეს არასერიოზულიც იქნებოდა. გარდა ამისა, პოლიტიკური თემები არ მაინტერესებს. ვერ გეტყვი, რას ვიფიქრებ 40 წლის ასაკში, მაგრამ ახლა ასეთი აზრი მაქვს. ჩემთან არის ბაცნობა, სისულელეები, ამის წაყვანა, კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკური გადაცემის წაყვანა ჩემგან აბსურდია.

- გირეკავს თანამდებობის პირი და გთხოვს, რომ როგორც "მის საქართველოს" ჟიურის წევრმა, მის პროტეჟეს გაამარჯვებინო.

- რადგან თავად ვიცი, რას ნიშნავს იქ დგომა 20 გოგონაში, არაფრით არ დავთანხმდებოდი. ოღონდ თანამდებობის პირს კი არ გავანაწყენებდი და არ ვეტყოდი, ეს როგორ გამიბედე-მეთქი, უბრალოდ, ვეტყოდი, ჟიურიში მხოლოდ ბუტაფორია ვარ და არაფერს ვწყვეტ-მეთქი. ჩაწყობები და მსგავსი რაღაცები მესულელება.

- გუბაზ სანიკიძე გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ ქერა ქალები სულელები არიან, სიის სათავეში კი შენს სახელსა და გვარს აცხადებს.

- გუბაზ სანიკიძე ვინ არის?

- პოლიტიკოსი, "ქართული ოცნების" წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი.

- გასაგებია. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი ვინ არის, მისი აზრიც არ მაინტერესებს. სულაც რომ ვიცოდე მისი ვინაობა, ასეთ რამეს თუ იტყოდა, მაინც არ დამაინტერესებდა. არც ვუპასუხებდი. რაზე უნდა გამეცა პასუხი, არა, არ ვარ სულელი-მეთქი (იცინის)?!.

- იუნა შაფათავა, რომელმაც ახლახან თქვა, ბისექსუალური ვარო, გირეკავს და პაემანზე გეპატიჟება.

- ვაიმე, შენ რას უპასუხებდი?

- უარს ვეტყოდი.

- მეც ასე მოვიქცეოდი. კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი, ხახახა-ხიხიხითი.

- როგორც ვხვდები, უხერხული სიტუაციებიდან თავის დაძვრენას ადვილად ახერხებ.

- იუმორის გრძნობა მეხმარება. ყველა უხერხული სიტუაციიდან ადვილად გამოვდივარ. მომწონს ჩემი ეს თვისება. ერთადერთი, რაზეც შენი კითხვებიდან დავფიქრდი, განგსტერისგან თავის დაღწევაა (იღიმება).

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება