დადგება თუ არა დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი აიპ-ებთან დაკავშირებით

დადგება თუ არა დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი აიპ-ებთან დაკავშირებით

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების (ააიპ) დაფინანსებისთვის ყოველთვიურად 450 384 ლარი იხარჯება. ცეცხლფარეში, მინდვრის მუშა, ნაკადის მომწესრიგებელი, პრესსამსახურები და მათი თანაშემწეები - საკმაოდ სოლიდური თანხა გაურკვეველი შტატების და უცნობი თანამშრომლების ხელფასების უზრუნველყოფას ხმარდება.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სულ 29 აიპ-ის და ერთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აფინანსებს. ააიპ-ები, ძირითადად, წინასაარჩევნოდ შეიქმნა და ამ სფეროში დასაქმებულთა ყოველთვიური ანაზღაურება საკმაოდ სოლიდური იყო. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები უფლებამოსილების გახორციელებისთვის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 500 ლარით ფინანსდებიან, იგივე პიროვნებები ააიპ-ში არიან დასაქმებულები საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით, მაშინ, როცა უამრავი მოქალაქე სამუშაოს საძებნელად და ლუკმა-პურის საშოვნელად თურქეთში თვეობითაა გადახვეწილი.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა