სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გოგა ხაჩიძე - "ნაციონალურ მოძრაობაში" ვირთხები აღმოჩნდნენ
გოგა ხაჩიძე - "ნაციონალურ მოძრაობაში" ვირთხები აღმოჩნდნენ

გა­მოჩ­ნდა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" აღ­მოჩ­ნდნენ ვირ­თხე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გოგა ხა­ჩი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ხა­ჩი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ა­ში არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ისიც, რომ­ლე­ბიც არ აპი­რე­ბენ პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბას არა­ნა­ი­რი ფა­სის თუ ზე­წო­ლის სა­ნაც­ვლოდ.

"მე მინ­და ვუ­თხრა მთელ უმ­რავ­ლე­სო­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" აღ­მოჩ­ნდნენ ვირ­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი დღი­დან გა­იქ­ცნენ იქ, სა­დაც გარ­ბი­ან ხოლ­მე ვირ­თხე­ბი და შემ­დეგ გა­მორ­ბი­ან ხოლ­მე", - გა­ნა­ცხა­და გოგა ხა­ჩი­ძემ.

მან დღეს კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძის, იგი­ვე შონ­ზოს მიერ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ. მისი თქმით, პი­რა­დად არ უსა­უბ­რია ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან და უჭირს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა.

ამას­თან, გოგა ხა­ჩი­ძე აცხა­დებს, მან კარ­გად იცის, რო­გო­რი გან­წყო­ბა ჰქონ­და ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს 8 თე­ბერ­ვალს, რად­გან იმ დღეს მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს, რომ ამის შემ­დეგ გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ მის­თვის უც­ნა­უ­რი იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გოგა ხაჩიძე - "ნაციონალურ მოძრაობაში" ვირთხები აღმოჩნდნენ

გოგა ხაჩიძე - "ნაციონალურ მოძრაობაში" ვირთხები აღმოჩნდნენ

გამოჩნდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაჩიძის განცხადებით, პარტიაში არიან ისეთი ადამიანები, მათ შორის ისიც, რომლებიც არ აპირებენ პარტიის დატოვებას არანაირი ფასის თუ ზეწოლის სანაცვლოდ.

"მე მინდა ვუთხრა მთელ უმრავლესობას, ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, რომლებიც პირველი დღიდან გაიქცნენ იქ, სადაც გარბიან ხოლმე ვირთხები და შემდეგ გამორბიან ხოლმე", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

მან დღეს კომენტარი გააკეთა ზურა გაჩეჩილაძის, იგივე შონზოს მიერ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" დატოვების შესახებ. მისი თქმით, პირადად არ უსაუბრია ზურა გაჩეჩილაძესთან და უჭირს რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება.

ამასთან, გოგა ხაჩიძე აცხადებს, მან კარგად იცის, როგორი განწყობა ჰქონდა ზურა გაჩეჩილაძეს 8 თებერვალს, რადგან იმ დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა. შესაბამისად, დეპუტატი აცხადებს, რომ ამის შემდეგ გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება საკრებულოს ფრაქციის დატოვების შესახებ მისთვის უცნაური იყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა