H1N1 ვირუსის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, დღეისთვის H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 143 შემთხვევეაა აღრიცხული. 7 ადამიანი გარდაიცვალა. რეგისტრირებული შემთხვევებიდან ათი B ტიპის ვირუსია, დანარჩენი - A ტიპის.

"ახალი შემთხვევები ყოველდღიურად ფიქსირდება და რამდენიმე კვირა ასე გაგრძელდება. ლაბორატორიულად დაუდასტურებელი შემთხვევების გარდა, უამრავი დაუდასტურებელი შემთხვევაა. ცენტრში სინჯებს მძიმე შემთხვევებიდან ვიღებთ", - დასძინა ზახაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"