რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქი ახალი მოიერიშეებით შეიარაღდა

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქი ახალი მოიერიშეებით შეიარაღდა

კრასნოდარის მხარეში მდებარე სამხრეთ სამხედრო ოლქის საავიაციო ბაზამ მოდერნიზებული Су-25СМ3-ის ტიპის მოიერიშეები მიიღო. საერთო ჯამში ბაზა ამ ტიპის ათ თვითმფრინავს მიიღებს. პარალელურად პირადი შემადგენლობის გადამზადებაც მიმდინარეობს. სხვათა შორის, ამავე ბაზიდან 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომისას, რუსული ბომბდამშენები ჩვენი ქვეყნის დასაბომბად დაფრინავდნენ.

ახალი Су-25СМ3 სტანდარტული მოერიშე Су-25-ის მოდერნიზებული ვარიანტია. ამ მოდიფიკაციაზე რუსები უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ და ელექტრონული სისტემების გაუმჯობესების გარდა შეიარაღების ნომენკლატურაც გააფართოვეს. ახალ მოეირიშეს 500 კგ-იანი მართვადი ბომბების გამოყენება შეუძლია. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ რუსული მოიერიშეები წერტილოვანი სამიზნეების განადგურებას მაღალი სიზუსტით შეძლებენ. მაქსიმალური დისტანციიდან ჩამოგდების შემთხვევაში ბომბი მიზანს 12 მ-ზე მეტად არ სცდება. მისი წონის გათვალისწინებით კი სამიზნე გარანტირებულად განადგურებული იქნება.

2020 წლის ბოლომდე რუსეთი Су-25СМ3-ის დონემდე 80 მოიერიშის მოდერნიზაციას გეგმავს და ამ სფეროში დიდ ფულსაც აბანდებს. ინტერნეტში რამდენიმე საინტერესო დოკუმენტს წავაწყდით. ერთ-ერთი კონტრაქტია, რომლის თანახმადაც 2011-2013 წლებში ჩვენი ჩრდილო მეზობლის სამხედრო ავიაცია 36 მოდერნიზირებულ მოიერიშეს მიიღებს. აქვეა მოყვანილი ფასებიც. ციფრების თანახმად, 36 ერთეულში რუსეთი 155 277 341 აშშ დოლარს იხდის. შესაბამისად საშუალოდ ერთი თვითმფრინავის გაუმჯობესება ოთხი მილიონ სამასი ათასი დოლარი ჯდება.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ დღეს მსოფლიოში არსებული ყველა Су-25, მათ შორის ისინიც, რომლებსაც რუსები მოდერნიზაციას უტარებენ, თბილისის საავიაციო ქარხანაშია აწყობილი.

რუსული თვითმფრინავების მოდერნიზაცია ჩვენთვის დამაფიქრებელი ფაქტორია. საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, პირველები დარტყმას ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში - სწორედ Су-25-ები მოგვაყენებენ. თანამგზავრული დამიზნების ბომბებით შეიარაღებული CV3-ები სამიზნეებს უფრო ზუსტად და უფრო შორი მანძილიდან დაბომბავენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე