ია ფარულავა - სალომე გოგიაშვილის ღირსი არ იყო "იმედის დილა"

ია ფარულავა - სალომე გოგიაშვილის ღირსი არ იყო "იმედის დილა"

მსახიობი ია ფარულავა ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემიდან სალომე გოგიაშვილის და დავით ქაცარავას გათავისუფლებას ეხმაურება.

"სალომე გოგიაშვილის ღირსი არ იყო იმედის დილა :)))) ფუი..... სამსახურიდან დათხოვნა ამის გამო ????? მაშინ მე ასჯერ უნდა გამოვეგდე დღის შოუდან :))))", - წერს ფარულავა.

ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანები, სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა ელტონ ჯონის მიმართ გამოთქმული პირადი მოსაზრებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას დათო ქაცარავამ განახადა, 18 იანვარს, 08.32 საათზე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა სიუჟეტი ელტონ ჯონისა და მისი შვილების შესახებ.

ტელეწამყვანებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოთქვეს, რამაც არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობამ კი სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა სამსახურიდან დაითხოვა.

იხილეთ ასევე: "სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა "იმედის" დილის გადაცემიდან გაათავისუფლეს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს