სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Blue-ს სოლისტი ირაკლი ფირცხალავას რესტორანში VIA GRA-ს ყოფილ სოლისტთან გამოიჭირეს
Blue-ს სოლისტი ირაკლი ფირცხალავას რესტორანში VIA GRA-ს ყოფილ სოლისტთან გამოიჭირეს

ბრი­ტა­ნუ­ლი ჯგუ­ფის Blue-ს სო­ლის­ტი, 29 წლის ლი რა­ი­ნი მოს­კოვ­ში, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას რეს­ტო­რან­ში რუს მომ­ღე­რალ ანა სე­დო­კო­ვას­თან ერ­თად გა­მო­ი­ჭი­რეს. 30 წლის სე­დო­კო­ვა ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფის, VIA GRA-ს ყო­ფი­ლი სო­ლის­ტია. რეს­ტო­რან Vinograd-ში, სა­დაც რუ­სუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ, წყვი­ლი და­უ­ფა­რა­ვად ეარ­ში­ყე­ბო­და ერ­თმა­ნეთს.

ფირ­ცხა­ლა­ვას რეს­ტო­რან­ში გა­მარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის Big Love Show-ს შემ­დეგ "ავ­თერ-ფარ­თი" იყო. კონ­ცერ­ტზე სიმ­ღე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა Blue-მ შე­ას­რუ­ლა. ბრი­ტა­ნუ­ლი ჯგუ­ფი რუ­სეთ­ში პრო­დუ­სე­რულ­მა კომ­პა­ნია Star Technology-მ ჩა­იყ­ვა­ნა.

წლის ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­უ­ლი შოუს წამ­ყვა­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლად დი­ჯეი მაკს პრი­ვა­ლო­ვი იყო, რო­მელ­საც პარტნი­ო­რო­ბას ანა სე­დო­კო­ვა უწევ­და. ანამ უცხო­ე­ლი ვარ­კვლა­ვე­ბი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­ხიბ­ლა - ბი­ჭებ­მა მას "რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­ღე­რა­ლი" უწო­დეს. ანას მი­მართ ყვე­ლა­ზე მეტი ინ­ტე­რე­სი ლი რა­ინ­მა გა­მო­ი­ჩი­ნა. რა­ი­ნი ჯგუ­ფის ფრონტმე­ნია.

ბრი­ტა­ნულ­მა ჯგუფ­მა 2011 წელს ბა­თუმ­ში პოპ­მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის "Golden Talent 2011"-ის გახ­სნა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ჰიტი შე­ას­რუ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია heat.ru-ს მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

Blue-ს სოლისტი ირაკლი ფირცხალავას რესტორანში VIA GRA-ს ყოფილ სოლისტთან გამოიჭირეს

Blue-ს სოლისტი ირაკლი ფირცხალავას რესტორანში VIA GRA-ს ყოფილ სოლისტთან გამოიჭირეს

ბრიტანული ჯგუფის Blue-ს სოლისტი, 29 წლის ლი რაინი მოსკოვში, ირაკლი ფირცხალავას რესტორანში რუს მომღერალ ანა სედოკოვასთან ერთად გამოიჭირეს. 30 წლის სედოკოვა ცნობილი ჯგუფის, VIA GRA-ს ყოფილი სოლისტია. რესტორან Vinograd-ში, სადაც რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავდნენ, წყვილი დაუფარავად ეარშიყებოდა ერთმანეთს.

ფირცხალავას რესტორანში გამართული წვეულება გრანდიოზული კონცერტის Big Love Show-ს შემდეგ "ავთერ-ფართი" იყო. კონცერტზე სიმღერების უმრავლესობა Blue-მ შეასრულა. ბრიტანული ჯგუფი რუსეთში პროდუსერულმა კომპანია Star Technology-მ ჩაიყვანა.

წლის ყველაზე რომანტიული შოუს წამყვანი ტრადიციულად დიჯეი მაკს პრივალოვი იყო, რომელსაც პარტნიორობას ანა სედოკოვა უწევდა. ანამ უცხოელი ვარკვლავები დანახვისთანავე მოხიბლა - ბიჭებმა მას "რუსეთის ყველაზე სექსუალური მომღერალი" უწოდეს. ანას მიმართ ყველაზე მეტი ინტერესი ლი რაინმა გამოიჩინა. რაინი ჯგუფის ფრონტმენია.

ბრიტანულმა ჯგუფმა 2011 წელს ბათუმში პოპმუსიკის საერთაშორისო კონკურსის "Golden Talent 2011"-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და ქართველი მსმენელისთვის რამდენიმე ცნობილი ჰიტი შეასრულა.

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება