სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჰელენა ბონემ კარტერი ელიზაბეტ ტეილორს განასახიერებს
ჰელენა ბონემ კარტერი ელიზაბეტ ტეილორს განასახიერებს

ბრი­ტა­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია BBC-ი ახა­ლი ტე­ლედ­რა­მის გა­და­ღე­ბას იწყებს, რო­მე­ლიც ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლო­რის ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. ფილ­მს "ბარ­ტო­ნი და ტე­ი­ლო­რი" ჰქვია და მას­ში მთა­ვარ როლს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ჰე­ლე­ნა ბო­ნემ კარ­ტე­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ფილ­მის მთა­ვა­რი სი­უ­ჟე­ტი ელი­ზა­ბე­ტი­სა და მისი მე­ხუ­თე მე­უღ­ლის, რი­ჩარდ ბარ­ტო­ნის რო­მა­ნის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს.

ახა­ლი პრო­ექ­ტი პრე­სა­ში უკვე მო­ნათ­ლეს ბრი­ტა­ნე­თის პა­სუ­ხად ამე­რი­კულ ფილმ "ლიზ და დიკ­ზე", სა­დაც ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის როლი სკან­და­ლურ­მა მსა­ხი­ობ­მა ლინდსი ლო­ჰან­მა შე­ას­რუ­ლა. მას შემ­დეგ, რაც "ლიზი და დიკი" ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და, ლო­ჰა­ნი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მო­ექ­ცა. ტე­ლეკ­რი­ტი­კო­სებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მსა­ხი­ო­ბი როლს სა­ერ­თოდ არ შე­ე­ფე­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა BBC-ს ახალ წა­მო­წყე­ბას, მას მა­ყუ­რე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა. ჰე­ლე­ნა ბო­ნემ კარ­ტერს პარტნი­ო­რო­ბას დო­მი­ნიკ უოტ­სი გა­უ­წევს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცოტა ხნის წინ ჰე­ლე­ნა ბო­ნემ კარ­ტერს კი­ნო­დან წას­ვლა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა სურ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ახალ­მა ფილმმა ის იმ­დე­ნად და­ა­ინ­ტე­რე­სა, რომ მსა­ხი­ობ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჰელენა ბონემ კარტერი ელიზაბეტ ტეილორს განასახიერებს

ჰელენა ბონემ კარტერი ელიზაბეტ ტეილორს განასახიერებს

ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ი ახალი ტელედრამის გადაღებას იწყებს, რომელიც ელიზაბეტ ტეილორის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმს "ბარტონი და ტეილორი" ჰქვია და მასში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი განასახიერებს. ფილმის მთავარი სიუჟეტი ელიზაბეტისა და მისი მეხუთე მეუღლის, რიჩარდ ბარტონის რომანის გარშემო ტრიალებს.

ახალი პროექტი პრესაში უკვე მონათლეს ბრიტანეთის პასუხად ამერიკულ ფილმ "ლიზ და დიკზე", სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავის როლი სკანდალურმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა შეასრულა. მას შემდეგ, რაც "ლიზი და დიკი" ეკრანებზე გამოვიდა, ლოჰანი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ტელეკრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მსახიობი როლს საერთოდ არ შეეფერება.

რაც შეეხება BBC-ს ახალ წამოწყებას, მას მაყურებელი ინტერესით ელოდება. ჰელენა ბონემ კარტერს პარტნიორობას დომინიკ უოტსი გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჰელენა ბონემ კარტერს კინოდან წასვლა და შემოქმედებითი შვებულების აღება სურდა, თუმცა როგორც ჩანს, ახალმა ფილმმა ის იმდენად დააინტერესა, რომ მსახიობმა გადაწყვეტილება შეიცვალა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება