ცნობილი მსახიობი სტივ მარტინი 67 წლის ასაკში მამა პირველად გახდა. მსახიობს და მის მეუღლეს, 41 წლის ენ სტრიგფილდს შვილი ჯერ კიდევ დეკემბერში შეეძინათ, თუმცა ამ ამბავს პრესისგან მალავდნენ.
ახალი ამბავი მხოლოდ ახლა გამჟღავნდა, ისიც მას შემდეგ, რაც წყვილი ბავშვით ხელში ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს.
"სტივი ძალიან ბედნიერია, თუმცა არ უყვარს ასეთი ამბების გამომზეურება. მას და მის მეუღლეს ბევრი დრო და ძალისხმევა დასჭირდათ ამ ბავშვის გასაჩენად", - აცხადებს წყარო.
სტივი და ენი 2007 წელს დაქორწინდნენ. ქორწინებამდე ერთმანეთს 3 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, წყვილი დღემდე ძალიან ბედნიერია.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.