იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე იმას ნუ იტყვიან, რასაც მარტო დარჩენის დროს ფიქრობენ, - ამის შესახებ წულუკიანმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრი გამოეხმაურა პოლიციის აკადემიის პრორექტორის, ლუკა კურტანიძის საგაზეთო ინტერვიუში გამოყენებულ გამონათქვამს, სადაც კურტანიძე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვირთხებად მოიხსენიებს.
"როცა მარტო ვრჩები, ყოფილ მთავრობაზე მეც ვფიქრობ. ყველა მთავრობის წევრს მოვუწოდებ, ნუ იტყვიან ყოფილ მთავრობაზე იმას, რასაც ფიქრობენ, როცა მარტო დარჩებიან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.