სოფლის კლუბს დამსგავსებული სენაკის სახელმწიფო თეატრი

სოფლის კლუბს დამსგავსებული სენაკის სახელმწიფო თეატრი

აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც 2008 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, სავალალო მდგომარეობაშია. შენობაში სახურავიდან წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, მოშლილია საკომუნიკაციო სისტემა. თეატრს არ აქვს წყალი, საკანალიზაციო მილები მთლიანად გამოსულია მწყობრიდან, არ მუშაობს სახანძრო სიგნალიზაცია. სარემონტოა კულისები, საგრიმიოროები, მუზეუმი, საწყობი, გარდერობი. თეატრი 50-იან წლებში შეძენილი აპარატურით ფუნქციონირებს. როგორც აქ მომუშავეები ამბობენ, სენაკის თეატრი სოფლის კლუბს დაემსგავა.

"წინა ხელისუფლებას არც თეატრი უყვარდა, არც არაფერი ეროვნული. ფაქტია, ხომ არ ვიგონებ?! 120 წლისაა ეს თეატრი და საერთოდ არავინ გვაქცევდა ყურადღებას. მუზეუმში სურათები დაობებულია. სირცხვილია ეს ყველაფერი, არადა რამდენი უცხოელი შეიძლება მოვიდეს აქ და გაეცნოს ჩვენს ისტორიას", - ამბობს თეატრის მუზეუმის გამგე მანანა ეჯიბია.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა