3D პრინტერზე დაბეჭდილი იარაღი

3D პრინტერზე დაბეჭდილი იარაღი

უახლოეს მომავალში ამერიკელ ენთუზიასტთა ჯგუფი Defense Distributed, ექსკლუზიური ნახაზების გამოქვეყნებას აპირებს. მათი მეშვეობით, 3D პრინტერზე AR-15-ის ტიპის ავტომატური შაშხანის მჭიდის დაბეჭდვა იქნება შესაძლებელი.

მჭიდის ეტაპობრივი დაბეჭდვა სტანდართულ 3D პრინტერებზე შეიძლება, რომლებიც ნედლეულად თერმოპლასტმას იყენებენ. გასული წლის ბოლოს Defense Distributed-ის მიერ ნაჩვენები მჭიდის პირველი მოდელი წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჯერად, ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, მათი ქმნილება რამდენიმე ასეულ გასროლას გაუძლებს.

3D პრინტერზე დაბეჭდილ ახალ 30 ვაზნაზე გათვლილ მჭიდს Cuomo დაარქვეს. უახლოეს მომავალში კალაშნიკოვის АК-47-ის ტიპის ავტომატისთვის 40 ვაზნაზე გათვლილი მჭიდის დაბეჭდვაც იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ავტომატის სტანდარტული მჭიდი მხოლოდ 30 ვაზნას იტევს.

საბრძოლო იარაღის დეტალების სამგანზომილებიან ანუ იგივე 3D პრინტერით დაბეჭდვის მოდა შარშან გაჩნდა. მაშინ ერთ-ერთმა მოხერხებულმა ენთუზიასტმა სახლის პირობებში 3D პრინტერზე AR-15-ის ტიპის ავტომატური შაშხანის დეტალები დაამზადა. მართალია რამდენიმე გასროლის შემდეგ ყველა მათგანი დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა. თუმცა სახლის პირობებში, მინიმალური ფინანსური დანახარჯებით 3D პრინტერზე იარაღის დაბეჭდვის შესაძლებლობა დადასტურდა.

მსგავსმა შესაძლებლობამ ორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ნაწილი აღფრთოვანდა ტექნიკური პროგრესის მსგავსი შესაძლებლობებით. ნაწილი კი საგონებელში ჩავარდა, რადგან მსგავსი შესაძლებლობა ცეცხლსასროლი იარაღის გაუვრცელებლობის კანონმდებლობისთვის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. ამჟამად, აშშ-ში კანონპროექტი მზადდება, რომელიც 3D პრინტერებზე იარაღის დაბეჭდვას აკრძალავს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ popmech.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე