გორის საკრებულოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტები და არასამთავრობოები აპროტესტებენ

გორის საკრებულოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტები და არასამთავრობოები აპროტესტებენ

8 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "მასმედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ" განკარგულების პროექტი დაამტკიცა, რომელსაც ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ.

დღეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთევან ბებიაშვილის ინიციატივით, მასმედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ბებიაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ის შენიშვნები გააცნო, რომლის გათვალისწინებას ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს. მისი თქმით, დამტკიცებულ განკარგულებაში ჟურნალისტთა ინტერესები არ არის გათვალისწინებული.

"არ არის განსაზღვრული, მაგალითად, აკრედიტაციის გასატარებლად რა დოკუმენტაციაა საჭირო? ადრესატი ვინაა? აკრედიტაციის მინიჭების ვადები დასაზუსტებელია. გაურკვეველია ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტის გადაადგილების თავისუფლების ხარისხი. მაგალითად, შეუძლია თუ არა ჟურნალისტს დაესწროს ისეთ შეხვედრებს, რომელიც თავისი შინაარსით საკრებულოს სხდომას და ბიუროების მუშაობას სცილდება და ა.შ.", - აღნიშნავს ქეთევან ბებიაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა