"უნიტური" ახალი პროდუქტია, რომელიც "უნიქარდმა" მომხმარებლებს 2012 წლის ზაფხულიდან შესთავაზა და უკვე 200-მდე მომხმარებელმა დაისვენა ეგვიპტეში, ყვარლის ტბაზე, თელავში (სასტუმრო "შატო მერეშ"), ახალციხეში (რაბათი), სიღნაღში, ყაზბეგში (სასტუმრო "რუმსი"). 7 თებერვალს კი "უნიქარდის" მომხმარებლების 20-კაციანი ჯგუფი დუბაიში გაემგზავრა 5 დღით. ტურის ღირებულება მხოლოდ 2500 ქულაა და მასში შესულია სრული პაკეტი (სასტუმრო, ტრანსფერი და ავიაბილეთი).
"მე დიდი ხანია რაც ბარათის მფლობელი ვარ. რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობარიც აქტიურად აგროვებს ქულებს. გადავწყვიტეთ ერთად გვემოგზაურა. ამასობაში კიდევ ორი მეგობარი შემოგვიერთდა და ახლა ოთხივე ერთად "უნიქარდის" ქულებით მივემგზავრებით დუბაიში", - აღნიშნავს "უნიქარდის" მფლობელი დოდო ბეჭვაია.
"უნიქარდის" მფლობელების თქმით, "უნიტურით" სარგებლობა საკმაოდ მარტივია, მთავარია სხვადასხვა შენაძენისას შეარჩიო "უნიქარდის" პარტნიორები და დააგროვო ქულები აქტიურად.
"უნიტურებში მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტურისტულ პაკეტს სეზონის მიხედვით. "უნიტურები" უნიკალური და განსხვავებულია სხვა ტურებისაგან განსაკუთრებული ფასით, რომელიც 99 ქულიდან იწყება. არჩევანიც მრავალფეროვანია და ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ შეიძინონ როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთის ტურები. მომხმარებლებს მომავალში უფრო მრავალფეროვან და საინტერესო ტურებს ვპირდებით", - ამბობს "უნიქარდის" პიარ-მენეჯერი ანა კოშაძე.
მარტში ბარათის მფლობელების კიდევ ერთი ჯგუფი სტამბულში გაემგზავრება.
იხილეთ როგორ ემზადებიან უნიქარდის მომხმარებლები დუბაიში გასამგზავრებლად www.myvideo.ge
R